საბავშვო ბაღი

თბილისში კიდევ სამი საბავშვო ბაღი დაიხურა

138
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა. ამჟამად სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 23 ბაღშია შეჩერებული.

თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში კიდევ სამი საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა, იუწყება პირველი არხი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი უკვე არაერთ ბაღში დაფიქსირდა.

გვანცელაძის ინფორმაციით,  დახურულ ბაღებს დაემატა N205, N46 და N113 საბავშვო ბაგა-ბაღები.

ბოლო მონაცემებით,  12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო, თბილისში ჯამში 23 ბაღია დახურული.

დასახელებული სამი ბაღის გარდა, დროებით დახურულ დაწესებულებებს შორისაა N35, N53, N89, N153, N190, N93, N99, N29, N36, N4, N21,  N16, N72, N213, N186, N59, N216, N160 საჯარო  ბაღები და კერძო ბაღები „ხუთკუნჭულა“ და „იმედი“.

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.

138
თემები:
COVID-19 საქართველოში (2238)
ფეხბურთის ბურთი

„მერანის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ 

61
საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელების ინფიცირების გამო გადაიდო მარტვილის „მერანისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „მერანის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელების ინფიცირების გამო გადაიდო მარტვილის „მერანისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი.

„5 ნოემბერს გასამართი მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში, სადაც მარტვილის „მერანს“ ბოლნისის „სიონისთვის“ უნდა ემასპინძლა, გადადებულია. მიზეზი, კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაა („მერანის“ რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა)“, – აღნიშნულია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ლიგის გვერდზე „მერანისა“ და „სიონის“ მატჩის ჩატარების ოფიციალურ თარიღად 25 ნოემბერია ჩანიშნული. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მატჩი გადაიდო. ანალოგიური მიზეზით თამაშები გადაუდეს „ლოკომოტივს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ქობულეთის „შუქურას“.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა 273 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

61
თემები:
COVID-19 საქართველოში (2238)
ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი

ეკა კვალიაშვილის გოგონა მეორედ გათხოვდა ნახეთ მისი რჩეულის ფოტოები

235
(განახლებულია 00:13 30.10.2020)
ორიგინალური და ექსტრავაგანტული მომღერალი კვლავ შეყვარებულია. ნახეთ ვინ არის ნუკა კვალიაშვილის ახალი რჩეული.

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი – ნუკა კვალიაშვილი მეორედ დაქორწინდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე 29 წლის მუსიკოსია და სოციალურ ქსელში ფსევდონიმად „ბენი“ აქვს მითითებული.

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი პირველ მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინტერვიუებში მომღერალი ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა.

View this post on Instagram

A post shared by Nuka Kvaliashvili's Fans (@nuka_kvaliashvili_erti_ertshi) on

ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

View this post on Instagram

<3

A post shared by Nuka Kvaliashvili's Fans (@nuka_kvaliashvili_erti_ertshi) on

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე გახლდათ, რომელიც თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაგრამ, ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას ცნობადობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ – ლუკა და სანი.

View this post on Instagram

A post shared by Nuka Kvaliashvili's Fans (@nuka_kvaliashvili_erti_ertshi) on

ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს ქერა, ქერას შავი და ასე დაუსრულებლად პირსინგებისა და ტატუების მომრავლებით.

View this post on Instagram

A post shared by Nuka Kvaliashvili's Fans (@nuka_kvaliashvili_erti_ertshi) on

ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.

235
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სასწრაფო დახმარება

სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 დაშავდა 11 ადამიანი

0
(განახლებულია 08:16 30.10.2020)
ავტოკატასტროფა გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 „2020 წლის  30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

პირველი არხის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფა გორში გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში