ლევან ვარშალომიძე

ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

110
(განახლებულია 19:14 16.10.2020)
ბოლო პერიოდში საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, ასევე გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. კერძოდ, ქვეყანაში COVID-19-ით უკვე 124 პაციენტია გარდაცვლილი.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 20 დღის წინ კლინიკა „მედცენტრში" ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, სადაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.

გურამ ვარშალომიძეს 1991-1993 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2005-2006 წლებში „საქნავთობის“ გენერალური დირექტორი იყო. 2006 წლიდან კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს. ასევე გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სულ ქვეყანაში COVID-19-ით 124 პაციენტია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 613 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 900 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

110
თემები:
COVID-19 საქართველოში (2176)
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე

ჯანეტ ქერდიყოშვილის გლამურული იმიჯი და ტრენდული ლუქი - როგორ გამოიყურება ვარსკვლავი?

15
(განახლებულია 19:08 24.10.2020)
„სტილი და კომფორტი ერთ კაფსულაში“- ჯანეტ ქერდიყოშვილის ჩაცმულობის საიდუმლო. მუდამ მოდის ეპიცენტრში მყოფი მოდელის უახლესი ფოტოები და ტრენდული სტილი. როგორ გამოიყურება და რით ჩაანაცვლა კლასიკური ტანსაცმელი მშობიარობის შემდეგ მოდელმა?

„მისს საქართველო 2011“ თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. სწორედ ამიტომ, ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს. იტალიაში ერთ-ერთ წამყვან დიზაინერების სკოლაში ჭრა-კერვის გარდა, სტილის შეგრძნებაც შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულ მოდელს ახალი შესაძლებლობები მეორე ნახევარმა ჩაუგდო ხელთ.

View this post on Instagram

A post shared by Janeta Ker (@janet__kerdikoshvili) on

ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი გარეგნობით საზოგადოებას დიდი ხანია აღაფრთოვანებს. ამჟამად, მოდელი ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზეა დაოჯახებული.

ჩვენ ჯანეტის „ინსტაგრამიდან" შევარჩიეთ მისი საინტერესო "ლუქები". მოდით, ვნახოთ, როგორია მოდელის ჩაცმის სტილი.

View this post on Instagram

𝘚𝘵𝘺𝘭𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘤𝘰𝘮𝘧𝘰𝘳𝘵 𝘪𝘯 𝘰𝘯𝘦 𝘸𝘰𝘳𝘥 #refind #WeekendMaxMaraFW20

A post shared by Janeta Ker (@janet__kerdikoshvili) on

ალბათ, შენიშნავდით, რომ მშვენიერი ქალბატონი ყოველთვის სადად და ორიგინალურად იცვამს. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჩაცმის სტილი ოდნავ შეიცვალა. ჯანეტი ახლა თავისუფალი სტილის მოსაცმელებს ანიჭებს უპირატესობას. ზოგჯერ მისი მაისურიც, მოსაცმელიც და ჩანთაც ერთ ფერშია გადაწყვეტილი, რის გამოც მისი სტილი მეტად მოდური ჩანს.

View this post on Instagram

A post shared by Janeta Ker (@janet__kerdikoshvili) on

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

15
თემები:
სელებრითების ცხოვრება

წინასაარჩევნო აგიტაცია: როგორ გამოიყურება თბილისის ქუჩები - ფოტო

7
  • ბოლო დღეებში არ დარჩა ქუჩები, სადაც წინასაარჩევნო პლაკატებსა და რეკლამებს არ შეხვდებით
  • მომავალ არჩევნებს გვახსენებს ავტობუსის გაჩერებებიც
  • ყველაზე მეტი ბანერი ქალაქში, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის არის
  • მმართველ პარტიასთან მეტოქეობას ცდილობს მოძრაობა „ლელო“ - არის რაიონები, სადაც მათი უზარმაზარი ბანერები „ქართული ოცნების“ ბანერების მოპირდაპირედაა განთავსებული
  • ზოგან წინასაარჩევნო პლაკატები ვანდალიზმსაც ემსხვერპლა
  • არც ისე წარმატებული ადგილი პლაკატისათვის - „ლელოს“ ბანერი ბოძზე სანაგვე ურნის გვერდით
  • რუსთაველის გამზირზე ყველა ღობეზე იხილავთ წინასაარჩევნო რეკლამებს - ცარიელი ადგილის პოვნა აქ შეუძლებელია
  • ავლაბარში ასევე ცდილობენ პოტენციური ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ ათობით პლაკატით
  • სიტუაცია, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს, ან ფული არ არის საკმარისი. ეკა ბესელიას ერთადერთი პლაკატი ქალაქის ცენტრში. ის საკუთარ პარტიას „სამართლიანობისათვის“ წარმოადგენს
  • არანაკლებ დიდი ბანერები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“
  • თუმცა „ქართული ოცნების“ ბანერები უფრო დიდებია
  • ქალაქში ასევე შეხვდებით „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დიდ ბანერსაც
  • და კიდევ უფრო დიდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატს
  • მათ არ ჩამორჩებათ „პატრიოტთა ალიანსი“
  • შედარებით მოკრძალებული ზომის პლაკატი და ადგილი არჩია „ლეიბორსტულმა პარტიამ“
  • მუნიციპალური ავტობუსები ასევე იქცა მოსიარულე რეკლამებად, რომლებზეც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ბანერებია განთავსებული
  • „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს საზოგჰადოებას, რეკლამები მიკროავტობუსებზე განათავსა
  • „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ ავტობუსები სწორედ მათი პარტიის ფერისაა
  • მაშ ასე, არჩევნები ახლოვდება და სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ შედეგებს შევიტყობთ
საქართველოში საპარლლამენტო არჩევნების დღე ახლოვდება. ამის შესახებ ქალაქის მკვიდრებს მუდამ ახსენებს სხვადასხვა პარტიების პლაკატები და ბანერები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ გამოიყურება ქვეყნის დედაქალაქი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება შაბათს, 31 ოქტომბერს. წინასაარჩევნო აგიტაცია ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე მიმდინარეობს. ყოველდღიურად ირზდება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, ყველა პარტია და პოლიტიკოსი, განაგრძობს არჩევნებისათვის მზადებას.

7
  • ბოლო დღეებში არ დარჩა ქუჩები, სადაც წინასაარჩევნო პლაკატებსა და რეკლამებს არ შეხვდებით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ბოლო დღეებში არ დარჩა ქუჩები, სადაც წინასაარჩევნო პლაკატებსა და რეკლამებს არ შეხვდებით

  • მომავალ არჩევნებს გვახსენებს ავტობუსის გაჩერებებიც
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მომავალ არჩევნებს გვახსენებს ავტობუსის გაჩერებებიც

  • ყველაზე მეტი ბანერი ქალაქში, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის არის
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ყველაზე მეტი ბანერი ქალაქში, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის არის

  • მმართველ პარტიასთან მეტოქეობას ცდილობს მოძრაობა „ლელო“ - არის რაიონები, სადაც მათი უზარმაზარი ბანერები „ქართული ოცნების“ ბანერების მოპირდაპირედაა განთავსებული
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მმართველ პარტიასთან მეტოქეობას ცდილობს მოძრაობა „ლელო“ - არის რაიონები, სადაც მათი უზარმაზარი ბანერები „ქართული ოცნების“ ბანერების მოპირდაპირედაა განთავსებული

  • ზოგან წინასაარჩევნო პლაკატები ვანდალიზმსაც ემსხვერპლა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგან წინასაარჩევნო პლაკატები ვანდალიზმსაც ემსხვერპლა

  • არც ისე წარმატებული ადგილი პლაკატისათვის - „ლელოს“ ბანერი ბოძზე სანაგვე ურნის გვერდით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    არც ისე წარმატებული ადგილი პლაკატისათვის - „ლელოს“ ბანერი ბოძზე სანაგვე ურნის გვერდით

  • რუსთაველის გამზირზე ყველა ღობეზე იხილავთ წინასაარჩევნო რეკლამებს - ცარიელი ადგილის პოვნა აქ შეუძლებელია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    რუსთაველის გამზირზე ყველა ღობეზე იხილავთ წინასაარჩევნო რეკლამებს - ცარიელი ადგილის პოვნა აქ შეუძლებელია

  • ავლაბარში ასევე ცდილობენ პოტენციური ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ ათობით პლაკატით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ავლაბარში ასევე ცდილობენ პოტენციური ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ ათობით პლაკატით

  • სიტუაცია, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს, ან ფული არ არის საკმარისი. ეკა ბესელიას ერთადერთი პლაკატი ქალაქის ცენტრში. ის საკუთარ პარტიას „სამართლიანობისათვის“ წარმოადგენს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სიტუაცია, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს, ან ფული არ არის საკმარისი. ეკა ბესელიას ერთადერთი პლაკატი ქალაქის ცენტრში. ის საკუთარ პარტიას „სამართლიანობისათვის“ წარმოადგენს

  • არანაკლებ დიდი ბანერები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    არანაკლებ დიდი ბანერები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“

  • თუმცა „ქართული ოცნების“ ბანერები უფრო დიდებია
    © Sputnik / Alex Shlamov

    თუმცა „ქართული ოცნების“ ბანერები უფრო დიდებია

  • ქალაქში ასევე შეხვდებით „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დიდ ბანერსაც
    © Sputnik / Alex Shlamov

    ქალაქში ასევე შეხვდებით „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დიდ ბანერსაც

  • და კიდევ უფრო დიდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატს
    © Sputnik / Alex Shlamov

    და კიდევ უფრო დიდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატს

  • მათ არ ჩამორჩებათ „პატრიოტთა ალიანსი“
    © Sputnik / Alex Shlamov

    მათ არ ჩამორჩებათ „პატრიოტთა ალიანსი“

  • შედარებით მოკრძალებული ზომის პლაკატი და ადგილი არჩია „ლეიბორსტულმა პარტიამ“
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    შედარებით მოკრძალებული ზომის პლაკატი და ადგილი არჩია „ლეიბორსტულმა პარტიამ“

  • მუნიციპალური ავტობუსები ასევე იქცა მოსიარულე რეკლამებად, რომლებზეც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ბანერებია განთავსებული
    © Sputnik / Alex Shlamov

    მუნიციპალური ავტობუსები ასევე იქცა მოსიარულე რეკლამებად, რომლებზეც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ბანერებია განთავსებული

  • „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს საზოგჰადოებას, რეკლამები მიკროავტობუსებზე განათავსა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს საზოგჰადოებას, რეკლამები მიკროავტობუსებზე განათავსა

  • „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ ავტობუსები სწორედ მათი პარტიის ფერისაა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ ავტობუსები სწორედ მათი პარტიის ფერისაა

  • მაშ ასე, არჩევნები ახლოვდება და სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ შედეგებს შევიტყობთ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მაშ ასე, არჩევნები ახლოვდება და სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ შედეგებს შევიტყობთ