საველე ჰოსპიტლების მოწყობა საქართველოში არ იგეგმება – პრემიერი

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი ჯერჯერობით ინფიცირებულთა ნაკადს უმკლავდება, თუმცა მაინც მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზაცია.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობის გეგმებში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ შედის, რადგან ჯანდაცვის სისტემა დღეს მზადაა მიიღოს ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა და ადეკვატურად უმკურნალოს, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ამ კუთხით დეფიციტი არ არის.

ეპიდემიოლოგი - Sputnik საქართველო
„ლიცენზირებული ექიმების ნაკლებობაა“ – ჯანდაცვის მინისტრი მედპერსონალის დეფიციტზე საუბრობს

„ჯანდაცვის სიტემა დღეს მზად არის, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეიძლება არსებობდეს გარკვეული დროში ხარვეზები, გადალაგების კომპონენტი, რასაც დასჭირდება ერთი დღე“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში დამატებითი საწოლების მობილიზაცია მიმდინარეობს, რაზეც ერთ დღეზე მეტი არ დაიხარჯება.

პრემიერმა ასევე მოსახლეობა მოამზადა იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამეში, შესაძლოა, ათასს გადააჭარბოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობას ვირუსის მართვის თანმიმდევრული გეგმა გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0