თბილისის აეროპორტი

თბილისიდან ათენსა და რომში ჩარტერული რეისები შესრულდება

55
(განახლებულია 18:47 15.10.2020)
საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა, ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.

თბილისიდან ათენში თვითმფრინავი 23 ოქტომბერს გაფრინდება, რომში კი ავიარეისი 25 ოქტომბერს შესრულდება.

„ვიზის, მოწვევის ან ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის იტალიასა და საბერძნეთში გასამგზავრებლად სავალდებულოა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა და სამოგზაურო დაზღვევის წარდგენა“, – ნათქვამია  თბილისის აეროპორტის განცხადებაში. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი. ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ნოემბრამდე იქნება ძალაში.

თბილისიდან გამონაკლისის სახით ამ დროისთვის ხორციელდება რეგულარული ფრენები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. თბილისმა ქვეყანაში შემოსვლის უპირობო უფლება მისცა ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. საქართველოში დაბრუნებული თანამემამულეებისთვის კარანტინის გავლა აუცილებელი პირობაა.

55
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (199)
გელათის მონასტერი

რა ეტაპზეა გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

11
(განახლებულია 16:31 01.03.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით ამ ეტაპზე იწყება დრენაჟის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოები.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გელათში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია.

გელათში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია იმუშავებს>>

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ზაზა ჩხიკვაძის ცნობით, ამ ეტაპზე იწყება დრენაჟის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები.

„დრენაჟი ტაძრის გარე პერიმეტრზე საძირკვლისა და ბაზისის ნაწილიდან ატმოსფერული ნალექების მოცილებას უზრუნველყოფს. ასევე მიმდინარეობს შიდა ხარაჩოების მოწყობაც. სადრენაჟო სამუშაოები უზრუნველყოფს ტაძრის ინტერიერში ტენიანობის შემცირებას”, – განუცხადა ჩხიკვაძემ პირველ არხს.

რაც შეეხება მთავარ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს,  მის შიდა ინტერიერში ხარაჩოების მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია - „ბაგინეთი+“ მუშაობს. კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს „ბაგინეთამდე“ აწარმოებდნენ, აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

11
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ვიდეოკამერა ავტომობილის სიჩქარის გასაზომად

ფრთხილად, მძღოლებო: საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 4 სექცია ამოქმედდა

36
(განახლებულია 14:44 01.03.2021)
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. დღეიდან კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გამტკიცების მიზნით დამონტაჟდა.

კერძოდ, კონტროლის სექციები განთავსდა შემდეგ ადგილებზე:

  1. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე
    (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);
  2. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე
    (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  3. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე
    (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  4. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ მატნამდე
    (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ).

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1.213 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მასშტაბით 4.999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6.640 ადამიანი კი დაშავდა.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

36
ხელბორკილი

12 წლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

0
(განახლებულია 16:15 01.03.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მასწავლებელი დააკავეს, იუწყება ქართული მედია.

პოლიციამ სპორტის მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც მომხდარის შესახებ არასრუწლოვანმა მშობლებს აცნობა. მაშინ ბრალდებული მამაკაცი აცხადებდა,  რომ დანაშაული არ მომხდარა და ყოველივე მოსწავლის ფანტაზია იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით  ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში