სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Nika Latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 159 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 256 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 26 დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში: შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები), 10 შემთხვევა გამოვლინდა სენაკის მუნიციპალიტეტში (შვიდი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, სამის ინფიცირების წყარო უცნობია), ორი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში (მათგან ერთი „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება), ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ხონის მუნიციპალიტეტში (ერთი „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, მეორე კლინიკა „სენამედში“ გამოვლინდა), ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში (დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი).

რაც შეეხება კოვიდ–კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობას, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 96 პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 37 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 159 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა და 14440-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0