ბაია კუზანოვა

ქერა გრძელი თმიდან უმოკლეს ვარცხნილობამდე ბაია კუზანოვას შოკისმომგვრელი გარდასახვა

19650
(განახლებულია 17:48 15.10.2020)
ახალბედა დედა საზოგადოების გაკვირვებას არ წყვეტს. ქირურგების ოჯახში გაზრდილმა გოგონამ მორიგ ექსპერიმეტს მიმართა. ნახეთ როგორ გამოიყურება ბაია კუზანოვა მოკლე თმით.

ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებია-ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს. ახალგაზრდა მომავალი ექიმი ექსპერიმენტებს არ უშინდება. მან სულ ცოტა ხნის წინ რადიკალური ცვლილება სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.

ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ნინო ნა­დი­რა­ძის და გუგა კუ­ზა­ნო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი ბაია კუ­ზა­ნო­ვა 2019 წელს გა­თხოვ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მის მე­უღ­ლე გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლია. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვილს ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ.

„თა­ვად რო­გორც უნ­დო­დათ, ზუს­ტად ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ბა­ი­ას სურ­ვი­ლით ქორ­წი­ლი ჩვე­ნი სახ­ლის ეზო­ში გა­და­ვი­ხა­დეთ, ვერ გვე­ლე­ვა. რეტ­რო სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იყო, შავი ძვე­ლი ბე­ემ­ვე­თი მო­ვიდ­ნენ“, – ამბობდა ნინო კუზანოვა.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.

19650
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2241)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

24
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431 -ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი

 

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, კლინიკა „ჯერარსში"  კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი“.

კლინიკის ინფორმაციით, მედპერსონალი მათი თანამშრომელი არ არის და ის ერთ-ერთი რეგიონიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი „სასწრაფო დახმარების“ ექიმია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431 -ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმშია 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

24
თემები:
COVID-19 საქართველოში
საკლასო ოთახი

თბილისის №161 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

27
(განახლებულია 11:00 26.10.2020)
ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 26 ოქტომბერი  — Sputnik. თბილისის №161 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავის 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადასული, სკოლის შენობაში კი სადეზინფექციო ღონისძიებები  ჩატარდება. 

სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, პედაგოგი შეუძლოდ ხუთშაბათს გახდა, მოგვიანებით კი ვირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

„მასწავლებელმა გუშინ საღამოს მაცნობა რომ დაუდასტურდა ვირუსი და  კოვიდ–სასტუმროში შვილთან ერთად გადაიყვანეს. ინფორმაცია ვაცნობე დირექტორს. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მთელი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილე როზა კაკულიამ.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ  28431-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

27
თემები:
COVID-19 საქართველოში

აჭარაში ქურდობის ფაქტი გახსნეს დაკავებულია სამი პირი

0
(განახლებულია 10:52 26.10.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შსს–ს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქურდობა ბეთუმში: სახლის პატრონმა ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა გაუწია>>>

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და წაიღეს ძვირფასეულობა, მაჯის საათი, საფულე და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღები. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლის მეპატრონეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში