ეკატერინე ტიკარაძე

აჭარაში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის საწოლების დეფიციტი არ იქნება

46
(განახლებულია 20:53 13.10.2020)
აჭარაში ადგილობრივი მედიკოსების დასახმარებლად სპეციალისტები თბილისიდან მიემართებიან. რეგიონში ახალი პაციენტებისთვის კლინიკებში ინტენსიურად მიმდინარეობს საწოლების მობილიზაცია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საწოლების დეფიციტი არ შეიქმნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს.

ბოლო დღე-ღამეში აჭარაში ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 248 ადამიანი, გარდაიცვალა – ხუთი.

მინისტრის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიყოფა კიდევ 50 საწოლი, ხოლო სხვა კლინიკებში – 30 საწოლი.

„ჩემი პირველი მოადგილე ზაზა ავალიანი ეს კვირა იმყოფება აჭარაში. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აჭარაში საწოლების რაოდენობის მობილიზება. აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება კიდევ 50 საწოლი, აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული საწოლი. აჭარის რეგიონის დანარჩენ საავადმყოფოებში, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, იქნება გამოყოფილი დამატებით 30 საწოლი, რითიც, ჩვენ ვთვლით, რომ აჭარაში საწოლების რაოდენობის სიმცირის თემა დაიხურება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ბრიგადის მიერ რეკომენდებული ათამდე ექიმი – სპეციალისტები რეანიმაციისა და ინფექციური დაავადებების სფეროებში.

„მნიშვნელოვანია, რომ ბატონი თენგიზის (ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი) გუნდიდან ხვალ დამატებით ოთხი ადამიანი მივლენილია აჭარაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გურიის რეგიონს ურეკში 21-საწოლიანი კოვიდ–ცენტრი შეემატება.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ცხელების კლინიკას, გარდა მსუბუქი და ცხელების პაციენტებისა, შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც 24-48 საათის განმავლობაში სხვა კლინიკებში იქნებიან გადაყვანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო სტატისტიკის თანახმად, აჭარის კოვიდ–კლინიკებში 542 პაციენტი მკურნალობს, აქედან 19 არასრულწლოვანია, 23 – ორსული. რეანიმაციაში იმყოფება 51 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკებში 60-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

„მოგიყვებით სიმპტომების შესახებ...“ – „TV პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი აქვს>>

კოვიდ–სასტუმროებში მკურნალობს 794 პაციენტი, მათ შორის 70 ბავშვია. სახლში ექიმების დაკვირვების ქვეშ 900-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი.

46
თემები:
COVID-19 საქართველოში (2184)
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

25
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

25
თემები:
COVID-19 საქართველოში (2184)
დალი ჩიტალაძე

დალი ჩიტალაძის დედა 80 წლის გახდა - მოდის კრიტიკოსი მშობლების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

33
(განახლებულია 19:13 23.10.2020)
საკუთარ თავს მოდის კრიტიკოსად არ აღიარებს, მაგრამ საქართველოში მას ყველა ასე წარადგენს. ნახეთ როგორი მშობლები ყავს დალი ჩიტალაძეს

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი - ამ ეპითეტებით ხშირად დალი ჩიტალაძეზე საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერშეფი“-ს შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 57 წლის გახლავთ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

როგორც დალი ინტერვიუებში ყვება, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. წერდა სიმღერებსაც, თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო მის ცხოვრებაში. მუდამ მომღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა. მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად, ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა.

ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიტყო ძმის გარდაცვალება, შემდეგ და გარდაეცვალა და ამ ტკივილს წლების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს, როდესაც მშობლები მოხუცდნენ და მათ ავადმყოფობასთან შეჭიდება მარტოს უწევს. ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დედას ოჯახის წევრები 80 წლის იუბილეს ულოცავენ. მშობლები მათი ასაკის კვალობაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.

33
თემები:
სელებრითების ცხოვრება