ლაბორატორიის თანამშრომელი

ფოთის კოვიდ–კლინიკაში ყველაზე პატარა პაციენტი ოთხი თვის ბავშვია

61
(განახლებულია 19:37 13.10.2020)
დღეს ფოთში ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის კოვიდ–კლინიკაში ამჟამად 35 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის ერთი ოთხი თვის ბავშვია, იუწყება „პირველი არხი“. 

ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ინფიცირებულები აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან არიან.

„ამ დროისათვის 35 კოვიდ–ინფიცირებული გვყავს. კიდევ ხუთი პაციენტის შემოყვანას ველოდებით აჭარიდან. პაციენტებს შორის ყველაზე ასაკოვანი 83 წლის ქალია, ყველაზე პატარა კი ოთხი თვის ბავშვია. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

დღეს ფოთში ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

61
თემები:
COVID-19 საქართველოში (2243)
მაია ასათიანი

„ხელის გულზე ვატარებ“ - მაია ასათიანი ცნობილ ფოტოგრაფს ხელში აყვანილი დაჰყავს - ვიდეო

22
(განახლებულია 12:43 30.10.2020)
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა ფოტოსესიაზე და რა მდგომარეობაში აღმოჩბნდა ცნობილი ტელეწამყვანი

ფოტოსესიის შემდეგ, შემაღლებული ადგილიდან ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი ფოტოგრაფმა ნიკოლოზ ურუშაძემ ხელში აყვანილი ჩამოსვა. „ასე დამყავს სულ, ხელის გულზე ვატარებ“ - ისმის ფოტოგრაფის ხმა ვიდეოში, რომელსაც მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აქვეყნებს.

ფოტოსესია, სავარაუდოდ, თოქ-შოუ „პროფილისთვის“ მიმდინარეობდა, რადგან კადრებში გადაცემის პროდიუსერებიც სჩანან. პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს.

View this post on Instagram

მერე რა რომ ზამთარია...happy birthday დე✌🏻

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

View this post on Instagram

ესეც გადაღების შემდეგ😍

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

View this post on Instagram

კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები...🦋

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

22
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გიორგი გახარია

„ლოკდაუნი არ იქნება": პრემიერმა ოპოზიციის მიერ გავრცელებული ხმები უარყო

32
(განახლებულია 16:22 30.10.2020)
გიორგი გახარიას განცხადებით, კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა, შეეხება მთელ ქვეყანას.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო ხმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის შემოღების თაობაზე, ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

ინფორმაცია, რომ მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს, ოპოზიციურმა პარტია „ევროპულ საქართველომ“ გაავრცელა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, „უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები“ თუ როგორ იყენებენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ხმები მოიპოვონ. კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა შეეხება მთელ ქვეყანას, აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ამიერიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას ფასი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების შემთხვევაში ექნება.

 „გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი.  მსოფლიოში მეორე ტალღის ეფექტურობა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით შეფასდება და ერთ–ერთი ეკონომიკის თვის მიყენებული მინიმალური ზარალია“, – აღნიშნა გახარიამ.

32
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ვრცელდება ვიდეოკადრები სტიქიური უბედურების ზონიდან

0
(განახლებულია 17:51 30.10.2020)
თურქული მედიისა და თვითმხილველების თქმით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები სტამბულშიც იგრძნობოდა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6,6  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD).

​​მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციის ქალაქ სეფერლიქისარში იყო, კერა 16,5 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

​თურქული მედიისა და თვითმხილველების თქმით, ბიძგები იგრძნობოდა სტამბულშიც.

​დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

0
თემები:
მსოფლიო დღეს