COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ პაციენტებს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 102 შეადგინა. შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

პაციენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 102-ს მიაღწია

აჭარა კორონავირუსის გავრცელების კუთხით „წითელ ზონად“ რჩება. რეგიონში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 207 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 52 პაციენტია გარდაცვლილი.

დღეს, აჭარის გარდა, ლეტალობის თითო შემთხვევა დაფიქსირდა სამტრედიასა და თერჯოლაში, ორი კი თბილისში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთიდან ოთხი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

პაციენტებს აღენიშნებოდათ თანმდევი დაავადებები:

70 წლის მამაკაცი – ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა.

78 წლის ქალი – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
აჭარა, თბილისი, იმერეთი – ვირუსის გავრცელების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

57 წლის მამაკაცი – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, არტერიული ჰიპერტენზია.

68 წლის ქალი – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

73 წლის მამაკაცი –  სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

რაც შეეხება გარდაცვალების სხვა შემთხვევებს, თერჯოლის კლინიკა „თერჯოლამედში“ ბათუმიდან გადაყვანილი 64 წლის პაციენტი გარდაიცვალა, სამტრედიაში – 55 წლის მამაკაცი, თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში კი ორი პაციენტი გარდაიცვალა. ყველა მათგანს ასევე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი,  გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0