ბათუმი

ბათუმის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოიხსნა

802
(განახლებულია 22:24 12.10.2020)
სპეციალისტების თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა, ჯერ კიდევ ძალაშია ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები მოიხსნა. 

აჭარა კორონავირუსის გავრცელების კუთხით „წითელ ზონაში“ რჩება. რეგიონში ბოლო დღე–ღამეში ინფიცირების 196 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 47 პაციენტია გარდაცვლილი.

სპეციალისტების თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა, ჯერ კიდევ ძალაშია ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ სტაბილური მაჩვენებელი საინკუბაციო პერიოდში შენარჩუნდება, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

რეგიონის კოვიდ–კლინიკებში 521 პაციენტი მკურნალობს, მათგან 15 არასრულწლოვანია, 27 კი ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 52 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 272–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 6 538, გარდაიცვალა 93.

802
თემები:
COVID-19 საქართველოში (2111)
გიორგი მახარაძე მარიამ ნადირაძე

ჩცდ-ს „მაქსიმე“ და მისი შეყვარებული შვილს ელოდებიან - ფოტო

0
(განახლებულია 11:47 20.10.2020)
მსახიობი გიორგი მახარაძე ორი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, მოახერხა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია

გიორგი მახარაძე პოპულარობით გოგონებში სარგებლობს, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია და წლებია, მსახიობ მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა გიორგი მახარაძემ, შეყვარებული დაიბრუნა.

View this post on Instagram

A post shared by MIU NADIRADZE (@miunadiradze) on

მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ.

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Makharadze (@maxara_m) on

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა, სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.

View this post on Instagram

A post shared by MIU NADIRADZE (@miunadiradze) on

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას „ტიფლისმა“ და „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება
რესტორანი

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ

11
(განახლებულია 11:47 20.10.2020)
საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბათუმში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთის რეგიონში რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეკრძალებათ

 

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში  შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების ფონზე სარესტორნო ბიზნესის სფერო „გადარჩენის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა ოთხნიშნა ციფრს მიაღწია. საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, იუბილეების და სხვ. გამართვა.

არსებული ვითარების ფონზე, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში ეს სფერო სრულად გაჩერდეს და საქმიანობა ვეღარ შეძლოს. თუ ხელისუფლებასა და ჩვენს შორის კომუნიკაცია  თუ ვერ დამყარდება, მაშინ მთავრობას ჩვენს ხმას ქუჩიდან მივაწვდენთ“, - განაცხადა  რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძე.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა ბათუმში, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, სადაც 16 ოქტომბრიდან რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურებაზე შეზღუდვა დაუწესდათ.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 22 საათიდან რესტორნებს საქმიანობა შეეზღუდებათ მცხეთაშიც. 

ახალი შეზღუდვების შესრულების პროცესზე კონტროლს შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შსს ახორციელებენ.

ახალი წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რესტორნებისა და ღამის ბარების მხრიდან პანდემიის პერიოდში დადგენილი წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა – თითოეული ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11
თემები:
COVID-19 საქართველოში (2111)