საკლასო ოთახი

კორონავირუსი ტყიბულის სკოლაში: დაინფიცირდა 18 მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი

70
(განახლებულია 15:47 12.10.2020)
უკვე დადგენილია 120 კონტაქტი. კონტაქტების მოძიება გრძელდება. რა სახით გაგრძელდება სკოლაში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ტყიბულში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა შემთხვევა ერთ სკოლას უკავშირდება – 18 სკოლის მოსწავლეა, ხოლო ოთხი – მასწავლებელი.

ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება, ამ დროისათვის უკვე დადგენილია ინფიცირებულთა 120 კონტაქტი.

მერის თქმით, რა სახით გაგრძელდება სკოლაში სწავლა – დისტანციური მეთოდით თუ ჩვეულებრივი რეჟიმით, ჯერჯერობით უცნობია.

„იმ კლასებში, სადაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, დისტანციურზე გადავიყვანთ. დანარჩენების საკითხს შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ“, – განაცხადა ჩუბინიძემ, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის მატება ყოველდღიურად შეინიშნება, ფართოვდება გავრცელების არეალიც. დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა 478 ახალი შემთხვევა და ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 12 272 შეადგინა.

სულ გამოჯანმრთელდა 6538 პაციენტი, გარდაიცვალა 91 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

70
თემები:
COVID-19 საქართველოში (2230)
წვეთოვანი

პლუს 20: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

2
(განახლებულია 10:54 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

2
თემები:
COVID-19 საქართველოში (2230)
ბათუმი

ყველაფერი ახალგაზრდობის ინოვაციური განათლებისთვის ბათუმში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

7
(განახლებულია 10:49 29.10.2020)
ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  ახალი ტექნოპარკი გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.

 „მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ტექნოპარკების გახსნა ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არის ცოდნის ახალი კერა და ინოვაციური განათლების მიღების ადგილი ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

გარდა ამისა, ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნის შეძენა სურს და უნდა, რომ ამ სფეროში უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტექნოპარკის გახსნის ცერემონიაში ნათია თურნავას გარდა, მონაწილეობდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. 

 „ზოგადად ჩვენი ხელისუფლება, სამთავრობო გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურსს ხარჯავს განათლებაში. ცალკე სფერო, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, IT–განვითარება, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები“, – განაცხადა თურნავა.

მინისტრმა გაიხსენა მთავრობის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების შესახებ, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ბიზნესის სულ უფრო მეტი წარმომადგენლის მოზიდვაა.

ასე რომ, საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მიღება შეუძლიათ IT–კომპანიებსაც. თურნავას თქმით, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი IT–კომპანიები, რომლებიც ქვეყნის ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ.

7