საკლასო ოთახი

თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

125
(განახლებულია 17:39 11.10.2020)
სკოლის 29 მოსწავლე და 10 მასწავლებელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლის დირექციამ განათლების სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებს მიმართა. მთელი სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი ხვალ გადაწყდება

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში 133-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს ახალი  კორონავირუსი გამოუვლინდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2

29 მოსწავლე და 10 მასწავლებელი, რომლებსაც ინფიცირებულ ბავშვთან  ჰქონდათ კონტაქტი, თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

„მოლაპარაკების რეჟიმში ვართ განათლების სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. მეექვსე კლასელს დაუდასტურდა და შემხებლობაში მყოფი მასწავლებელები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადადიან, ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. მაგრამ ვფიქრობთ, მთელი სკოლა ხომ არ გადავიყვანოთ ორკვირიან პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი ხვალ გადაწყდება.

გუშინ თბილისის 82-ე სკოლის ერთი კლასი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ერთ–ერთ მოსწავლეს covid 19 დაუდასტურდა, რაც შეეხება სკოლის დანარჩენი კლასების მეცადინეობებს, ისინი სასწავლო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.

თბილისის საჯარო სკოლის 900 მოსწავლე თვითიზოლაციაშია>>

რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე თბილისის 32–ე სკოლის 900 მოსწავლე და 30 პედაგოგი. ამის  მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირებაა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული  11794 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 6327, გარდაიცვალა 85 პაციენტი.

125
თემები:
COVID-19 საქართველოში (2135)
დავით გაეჯის სამონასტრო კომპლექსი

ისინი სინდისის პატიმრები არიან: კარტოგრაფების საქმეზე არასამთავრობოებმა პეტიცია გაავრცელეს

11
(განახლებულია 11:27 21.10.2020)
პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა „არასწორი რუკების გამოყენებისა“ და „ისტორიული საზღვრის ამსახველი რუკების დამალვის“ აბსურდული ბრალდებით  დააკავეს, ნათქვამია პეტიციაში, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დავით გარეჯის საქმეზე გაავრცელა, იუწყება პირველი არხი.

ექსპერტები ადასტურებენ საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე>>

პეტიციას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: ​„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „თანასწორობა 17“,  „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, „სამოქალაქო იდეა“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოვლენების შემდგომი განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი ცხადყოფს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა „სინდისის პატიმრები“ არიან.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ორი ადამიანი ციხეშია, არის მმართველი პარტიის დაკვეთა. ნებისმიერი უკანონო ბრძანების უსიტყვოდ მორჩილმა სამართალდამცველმა სისტემამ საქმე ამ შემთხვევაშიც თეთრი ძაფებით შეკერა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოების პოზიციით, საფრთხე ექმნება სტაბილურობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმ პროგრესს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში  ქვეყანამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიაღწია.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე>>

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საზღვრის დემარკაციის პოლიტიზაციის მცდელობა. იგი ამომრჩეველთა ეროვნული და რელიგიური გრძნობებით წინასაარჩევნო მანიპულირებისა და ოპოზიციაზე თავდასხმისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, მაგრამ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, -ნათქვამია განცხადებაში.

პეტიციის ავტორების აზრით, ასეთმა მიდგომამ, დაბრუნების ნაცვლად,  ისტორიული ძეგლი შეიძლება, საბოლოოდ დაგვაკარგვინოს. ისინი მოითხოვენ ივერი მელაშვილისა  და ნატალია ილიჩოვას დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საზღვრის დემარკაციის პროცესის „სახიფათო პოლიტიზაციის“ შეწყვეტას.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

ექს–პრემიერი ნოღაიდელი: რუკების საქმეში პასუხისმგებელი სააკაშვილია>>

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

11
თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე
თბილისის ბოტანიკური ბაღი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 23 ოქტომბერს

8
(განახლებულია 11:13 21.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს შემოდგომის თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 23 ოქტომბერს თბილი დ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 07:22 საათზე ამოვა და 18:06 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10, დღისით მაქსიმალური კი პლუს 21 გრადუსია მოსალოდნელი.

 

8
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მოხუცი წყვილი

მოხუცმა წყვილმა მეზობლებს სიცოცხლე გაუმწარა: ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილება

0
(განახლებულია 11:52 21.10.2020)
სასამართლომ ღრმად ასაკოვანი ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა მეზობლების შევიწროება-დევნაში და შესაბამისი სასჯელიც დააკისრა

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის სასამართლომ ხანდაზმული წყვილი ადამიანების დევნაში ცნო დამნაშავედ მას შემდეგ, რაც მილანის გარეუბანში, სან-დონატო-მილანეზეში, მეზობლებს სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს, იუწყება Corriere Della Sera.

ირკვევა, რომ მოხუცები ორი წლის განმავლობაში ავიწროებდნენ ერთი სართულით ზემოთ მცხოვრებ ბავშვებიან ოჯახს გამუდმებული ყვირილითა და მუქარით. კერძოდ, 80 წლის მამაკაცი მეზობლებს ავტოფარეხის წინ შეხვედრას „სთავაზობდა“, რათა „ბავშვების თვალწინ მოეკლა, გული და ღვიძლი ამოეგლიჯა და შეეჭამა“. ამასთან ის ყვიროდა, რომ არაფერი ჰქონდა დასაკარგი ასაკისა და ავადმყოფობის გამო. ხანდაზმულ მამაკაცს აქტიურად უჭერდა მხარს 77 წლის მეუღლეც, რომელიც სასამართლომ დანაშაულის თანამონაწილედ ცნო.

გარდა ამისა, მოხუცები ღამ–ღამობით სპეციალურად მაღალ ხმაზე რთავდნენ რადიოს და გრძელტარიან ცოცხებს ურტყამდნენ ჭერს.

ახალგაზრდა ოჯახი, მიუხედავად  ბინაში ხმის იზოლაციისა, იძულებული იყო, გამუდმებული ხმაურისთვის თავი სახლიდან გარეთ გასვლით დაეღწია. დაზარალებულთა ვერსია სხვა მეზობლებმაც დაადასტურეს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ორ ოჯახს შორის  არსებული კონფლიქტის დეტალები.

სასამართლომ მოუსვენარ ხანდაზმულ წყვილს, პირობითი სასჯელის სახით, წელიწადი და რვა თვე შეუფარდა. თუმცა მათ შეუძლიათ გათავისუფლდნენ ამ სასჯელისგან, თუ დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 30 ათას ევროს გადაუხდიან.

0
თემები:
მსოფლიო დღეს