კლინიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

67
(განახლებულია 13:18 10.10.2020)
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი – ყველა მათგანი ზუგდიდის მკვიდრია.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 504 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 13 დადებითი პასუხია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ახალი შემთხვევებიდან რვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (ორი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო ექვსი პირის ინფიცირების წყარო უცნობია), ინფიცირების ორი შემთხვევა ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (სატვირთოს მძღოლები), ერთი შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (იგი ცხელების ცენტრში იმყოფებოდა).

რეგიონში სულ ინფიცირებულია 212 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 64 პაციენტი გადის, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 31 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი – ყველა მათგანი ზუგდიდის მკვიდრია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 110 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 6 119-ს შეადგენს.  გარდაიცვალა 78. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან საქართველოში საკმურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

67
თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დეზინფექცია ჩატარდა - ვიდეო

74
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიულ ცენტრში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დეზინფექცია ჩატარდა. როგორ მიმდინარეობდა პროცედურა - იხილეთ ვიდეოში

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 1 731-მდე იმატა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ოფიციალური ვებგვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღემდე 33 858 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-კლინიკები დატოვა 2 197-მა პაციენტმა, პანდემიის დაწყებიდან განიკურნა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253.

74
არჩევნებზე - როგორც ომში!

არჩევნებზე როგორც ომში!

47
(განახლებულია 21:11 28.10.2020)
შაბათს საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდება. COVID-19-ის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს მიიღებენ.
არჩევნებზე - როგორც ომში!

არჩევნებზე ამომრჩევლები აუცილებლად უნდა მივიდნენ პირბადით. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და დამკვირვებლები ასევე გამოიყენებენ პირბადეებს.

47
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 29 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:21 27.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 29 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ინფორმაციების მიღება, განათლების მიღება, ცოდნის მარაგის შევსება, მუშაობა, გუნდთან ერთად მუშაობა, ფულთან დაკავშირებულ და მატერიალური საკითხებზე მუშაობა.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების კეთება, ახალი წამოწყებები, განსაკუთრებით – ინდივიდუალურად, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება და ზედმეტი დასვენება.

ძალზე ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0