საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

გამოწერა
გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10 752-ს მიაღწია

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

პაციენტების კონკრეტული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10 752-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6119 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0