ია ფარულავა

„ბოროტება აბერებს...“ რა მოხდა შორენა ბეგაშვილსა და ია ფარულავას შორის?

1904
(განახლებულია 16:43 09.10.2020)
ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი – ამ სიტყვათა შესატყვისს ია ფარულავას ადვილად დაუკავშირებთ. მორიგი პროვოკაციული განცხადება მსახიობისგან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემაში „შორენას ეფექტი” ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანსა და ცნობილ მსახიობს ია ფარულავას შორის წლების წინ დაძაბული ურთიერთობა იყო და ისინი დღემდე არ ესალმებიან ერთმანეთს.

როგორც გადაცემაში სტუმრად მყოფმა ია ფარულავამ განაცხადა, წლების წინ ბევრი ვინმე ეზიზღებოდა, თუმცა შემდეგ დაბრძენდა და აღარ არის „ისეთი კეთილ...ი, როგორიც იყო“. „შესაბამისად, არავის მიმართ შუღლი არ მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ ბოროტება ძალიან აბერებს და რადგანაც ვარ ძალიან უბოროტო, გამოვიყურები ძალიან კარგად“, – აღნიშნა მსახიობმა.

View this post on Instagram

#coffee #greatmood #woman

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. თუმცა მის ქმედებებს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. თავად აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია. ია ფარულავას ბუნებრივი და შენარჩუნებული სილამაზე ყურადღებას დღემდე იპყრობს.

1904
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2256)
ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება

17
(განახლებულია 11:03 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ამოქმედდება, რომელიც Covid-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლს განახორციელებს – ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ონლაინ–კლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით და ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელებით. ისინი შესაბამის ტრენინგს გაივლიან.

აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.

კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ, დაზღვეულ პირებს  მიაწოდონ კორონავირუსის  შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს წინასწარ გაიგონ,  კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში რომელი ექიმი გაუწევთ კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
წვეთოვანი

პლუს 20: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

12
(განახლებულია 10:54 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
ევროკომისია

ევროკომისია მინიმალური ხელფასის დადგენას მოითხოვს: დირექტივა გაცემულია

0
(განახლებულია 11:07 29.10.2020)
მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში მინიმალური ხელფასის დონე კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ადეკვატური მინიმალური ანაზღაურებით, რაც მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს, სადაც უნდა იყვნენ ისინი დასაქმებულები, ნათქვამია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ დირექტივაში, რომელიც მის საიტზე ქვეყნდება.

ბრიუსელში მიჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატურ დონეზე დადგენა არა მარტო დადებით სოციალურ ზემოქმედებას ახდენს, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან ამცირებს სახელფასო უთანაბრობას, აძლიერებს მუშაობის სტიმულს და ხელს უწყობს შიდა მოთხოვნილების ზრდას.

გარდა ამისა, ადეკვატური მინიმალური ანაზღაურება ასევე შეამცირებს სხვაობას ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ვინაიდან ქალების მინიმალური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა.

ამასთან ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათი წინადადება დაიცავს დამსაქმებლებსაც, ვინაიდან თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას ისინი პატიოსანი კონკურენციის საფუძველზე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში (დანიაში, იტალიაში, კვიპროსზე, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში) მინიმალური ანაზღაურება კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების ხელფასები საკმარისად არ შეესაბამება მინიმალური ანაზღაურების მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, კანონმდებლობით დაადგინონ მინიმალური ანაზღაურების დონე და ამასთან არ მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას მინიმალური ანაზღაურების ერთნაირი დონე ჰქონდეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს