Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახლა საფრანგეთშია...“ – ლოლა წერეთელმა მეუღლესთან დაშორების შემდეგ ახალი სიყვარული იპოვა

© Photo: Lola Tsereteli / FBლოლა წერეთელი
ლოლა წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. ლოლა წერეთელმა საიდუმლოს ფარდა ახადა და ღიად განაცხადა, ვის გამო დაშორდა წყვილი.

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი შეყვარებულია. ამის შესახებ მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში გადაცემაში „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” განაცხადა. მომღერლის თქმით, მისი საყვარელი მამაკაცი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და მის ნახვას პანდემიის გამო ვერ ახერხებს.

რაც შეეხება ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას, ლოლა წერეთლის თქმით, მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

 

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

რამდენიმე თვის წინ გიორგი წერეთელმა საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც ქართული შოუბიზნესი თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული თამილა მარეხაშვილი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0