მაია ასათიანი

„სუიციდის მცდელობა ორჯერ მქონდა“ მაია ასათიანი რეანიმაციაში მოხვდა

486
(განახლებულია 17:21 09.10.2020)
პირად ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ნახეთ რა გააკეთა ტელეწამყვანმა შვილის დაკრძალვის შემდეგ.

ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ "„პროფილის“ 27-ე სეზონი დაიწყო. ახალ პრომო-ვიდეოში წამყვანი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე საუბრობს, სადაც ჰყვება, თუ როგორ ჰქონდა სუიციდის მცდელობები, რა ურთიერთობები აქვს საკუთარ რესპონდენტებთან და როგორია მისი დღევანდელი ცხოვრება.

„მე მეორედ დავიბადე, მე ცხოვრება ისევ მიხარია, მოდი აქ და გიჩვენებ ჩემს პატარა სამოთხეს. სუიციდის მცდელობა ორჯერ მქონდა… გონზე რეანიმეაციაში მოვედი. როცა აღმოვაჩენ, რომ კარგად ვარ, მერე ჩემი თავის „მიტყდება”. მაია, როგორ ხარ, კარგად?! – მეხივით დამეცა და მთელი ცხოვრება ყირაზე დამიყენა. ჩემი ცხოვრება ეს არის და სხვა არ მაქვს. მე ეს გამომივიდა“, – ისმის ინტერვიუს ფრაგმენტები ვიდეოში.

View this post on Instagram

რა ბედნიერებაა თქვენს ობიექტივში ყოფნა🙏

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანმა გადაცემაში „შორენას ეფექტი“ რამდენიმე დღის წინ პირველად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც შვილი დაკარგა. მისი თქმით, ნუცას დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სარკეში ჩაიხედა, იქიდან სრულიად შეცვლილი, გაჭაღარავებული, ძალიან გამხდარი ადამიანი უყურებდა, რომლის დანახვისას შეეშინდა კიდეც.

View this post on Instagram

ესეც დაღლილი ,ხალათში😂😂😂😂

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

ტელეწამყვანი იხსენებს, რომ მაშინვე დაურეკა სტილისტს, სალონში მეგობრების დახმარებით მივიდა, რადგან ამის ძალა არ შესწევდა, თმა შეიჭრა და შეიღება, შემდეგ კი პლასტიკურ ქირურგს გუგა კუზანოვს ესტუმრა და სახეზე ბოტოქსი გაიკეთა. მაია ასათიანი ამბობს, რომ ამისთვის, იცის, მაყურებელი გაკიცხავს, მაგრამ სჯერა, რომ მისი გოგონა უყურებს და მას უნდა, რომ ძლიერი იყოს, ლამაზად გამოიყურებოდეს და ახლობლები არ ანერვიულოს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა შვილი დაკარგა, რამდენიმე თვე ტელეეკრანებიდან გაქრა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი თქმით, ტრაგედიის გადატანაში ნუცას ძაღლი, ჰასკი „დუდი“ დაეხმარა.

486
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2256)
ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება

17
(განახლებულია 11:03 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ამოქმედდება, რომელიც Covid-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლს განახორციელებს – ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ონლაინ–კლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით და ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელებით. ისინი შესაბამის ტრენინგს გაივლიან.

აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.

კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ, დაზღვეულ პირებს  მიაწოდონ კორონავირუსის  შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს წინასწარ გაიგონ,  კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში რომელი ექიმი გაუწევთ კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
წვეთოვანი

პლუს 20: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

12
(განახლებულია 10:54 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
ევროკომისია

ევროკომისია მინიმალური ხელფასის დადგენას მოითხოვს: დირექტივა გაცემულია

0
(განახლებულია 11:07 29.10.2020)
მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში მინიმალური ხელფასის დონე კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ადეკვატური მინიმალური ანაზღაურებით, რაც მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს, სადაც უნდა იყვნენ ისინი დასაქმებულები, ნათქვამია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ დირექტივაში, რომელიც მის საიტზე ქვეყნდება.

ბრიუსელში მიჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატურ დონეზე დადგენა არა მარტო დადებით სოციალურ ზემოქმედებას ახდენს, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან ამცირებს სახელფასო უთანაბრობას, აძლიერებს მუშაობის სტიმულს და ხელს უწყობს შიდა მოთხოვნილების ზრდას.

გარდა ამისა, ადეკვატური მინიმალური ანაზღაურება ასევე შეამცირებს სხვაობას ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ვინაიდან ქალების მინიმალური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა.

ამასთან ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათი წინადადება დაიცავს დამსაქმებლებსაც, ვინაიდან თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას ისინი პატიოსანი კონკურენციის საფუძველზე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში (დანიაში, იტალიაში, კვიპროსზე, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში) მინიმალური ანაზღაურება კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების ხელფასები საკმარისად არ შეესაბამება მინიმალური ანაზღაურების მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, კანონმდებლობით დაადგინონ მინიმალური ანაზღაურების დონე და ამასთან არ მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას მინიმალური ანაზღაურების ერთნაირი დონე ჰქონდეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს