კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ორი ახალი შენობა გაიხსნა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსამსახური 112 რუსთავში
სამსახური 112 რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე კახეთის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექვსი ახალი შენობაა გახსნილი.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დღეიდან კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

სასწრაფო დახმარების მანქანები - Sputnik საქართველო
სასწრაფო დახმარების სამსახურს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა

„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით არის დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე კახეთის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექვსი ახალი შენობაა გახსნილი. სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში ჯამში 30 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა და ამჟამად კიდევ 23 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0