Юна Шапатава

„პარლამენტი ჩემი გასართობი კაცებით გადაივსო, ნაკლები მეკადრებოდა?!“ იუნა შაფათავა

156
(განახლებულია 18:42 08.10.2020)
ცნობილი ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში თანამემამულეებს მიმართავს.

მისი თქმით, თუ რამე გაუჭირდება ვინმეს, შეუძლია მისი სახელით რომელიმე დეპუტატს მიადგეს და უთხრას, რომ იუნა შაფათავას ახლობელია, რადგან აღმოჩნდა, რომ მომავალი პარლამენტი ძირითადად მისი „ყოფილი გასართობი ბიჭებით იქნება გადავსებული“.

„ვკითხულობ სიას და წარსულის მოგონებებზე მეღიმება, წარსულიც ასეთი უნდა ჰქონდეს ქალს. აბა რააა! ნაკლები მეკადრებოდა? სულ მჯეროდა თქვენი! მაგრამ ვაი, რომ ჩემი „რეპუტაცია“ „რთულია“ და თქვენი ყველასი – „უზადოა“. მართლა ძალიან გამიხარდა და იმედია ხალხს მოუსმენთ და კეთილსინდისიერად ემსახურებით სამშობლოს!“ – წერს შაფათავა.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

156
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2241)
თბილისი

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

10
(განახლებულია 11:04 26.10.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში
სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

29
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431 -ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი

 

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, კლინიკა „ჯერარსში"  კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი“.

კლინიკის ინფორმაციით, მედპერსონალი მათი თანამშრომელი არ არის და ის ერთ-ერთი რეგიონიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი „სასწრაფო დახმარების“ ექიმია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431 -ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმშია 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში