კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 10225 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 5553, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 66 ადამიანი.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 318 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 472-ით გაიზარდა და 10225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა – 66, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0