გახარია: საქართველო „მწვანე ქვეყანად“ რჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო სისტემის ინფრასტრუქტურა სრულად არის მზად კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, კრიტიკული პაციენტების სამართავად.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputni. საქართველო „მწვანე ქვეყანად“ რჩება და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 508-ით გაიზარდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანამ შეიძლება „მწვანე სტატუსი“ ხვალ დაკარგოს და შემდეგ ისევ მოიპოვოს, მაგრამ მთავარი მოქალაქეების ჯანმთელობაა.

„ჩვენთვის „მწვანე ზონის“ სტატუსი ახლა მთავარი განმსაზღვრელი არაა. შეიძლება ეს სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რათა არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა და პანდემიის პირობებში ყველაზე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
ბათუმის შემდეგ თბილისი: დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა რიცხვს მიაღწია

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში სამედიცინო სისტემის ინფრასტრუქტურა სრულად არის მზად კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, კრიტიკული პაციენტების სამართავად.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამედიცინო სისტემა მთლიანად არის მზად მძიმე, კრიტიკული პაციენტების მიღებისა და მკურნალობის სწორად წარმართვისთვის. ამისთვის შექმნილია კლინიკური ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს“, – აღნიშნა გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ყველა ახალი ამბავი
0