დაავადებები, რაც დღეს გარდაცვლილ პაციენტებს აღენიშნებოდათ

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშისტაციონარი
სტაციონარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 9753 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 5235, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 62 ადამიანი.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 62 შეადგინა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ლეტალობის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმის, თბილისისა და თერჯოლის კლინიკებში.

ბათუმში 65 და 70 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 წლის ქალს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.

ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

რაც შეეხება თერჯოლაში გარდაცვლილ 88 წლის ქალბატონს, ის კლინიკა „თერჯოლამედში“ გუშინ ბათუმიდან შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებს საქართველო 2–3 კვირაში მიიღებს

83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა თბილისში. ის კლინიკა „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან იყო გადაყვანილი. მას აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები – პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და 9753-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0