სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი, მათგან ხუთი ზუგდიდის, ერთი სენაკის, ერთი კი აჭარის მკვიდრია.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 694 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 26 დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
ბათუმის შემდეგ თბილისი: დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა რიცხვს მიაღწია
 

ახალი შემთხვევებიდან 15 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (ათი ოქროს ბირჟის კონტაქტია, სამი ე.წ. დარაჯის კლასტერს უკავშირდება, ერთი რუხის კლინიკაში ცხელების სიმპტომით შესული პაციენტის კონტაქტია, კიდევ ერთი შემთხვევა კი მაღაზია „საგაში“ დაფიქსირდა), ინფიცირების სამი შემთხვევა ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (ბათუმის კლასტერთან კონტაქტი), ოთხი შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები), ოთხი ინფიცირებული კი აფხაზეთის მკვიდრია (ისინი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდნენ).

რეგიონში სულ ინფიცირებულია 186 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 78 პაციენტი გადის, აქედან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი, მათგან ხუთი ზუგდიდის, ერთი სენაკის, ერთი კი აჭარის მკვიდრია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 133 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და და 9753-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0