მეწყერი ხელვაჩაურში

„ძმაო, შენ მაინც გადარჩენილიყავი...“ მეწყერს გადარჩენილი გოგონას გულისამაჩუყებელი პოსტი

128
(განახლებულია 15:46 07.10.2020)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ოჯახის სამი წევრი მოიყოლა. ოჯახის ერთი წევრი – 12 წლის გოგონა სტიქიის დროს ბებიასთან იყო სტუმრად.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერს შეწირული ოჯახის გადარჩენილი წევრი სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ ტექსტს აქვეყნებს.

თიკა თედორაძე ნანობს, რომ გადარჩა და ძალიან ენატრება დედ-მამა და ძმა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 1 ოქტომბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასის ქვეშ ხუთი ადამიანი აღმოჩნდა – სახლში მყოფი დედა, მამა და 16 წლის ვაჟიშვილი, ასევე სახლთან ახლოს ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა კაცი.

ხანგრძლივი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები, ისე რეგიონებიდან და დედაქალაქიდან ჩამოსული მაშველები, იპოვეს დაღუპული ოჯახის წევრები, იპოვეს ასევე ავტომანქანა, რომელშიც ბექა და ირაკლი ბოლქვაძის ცხედრები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ.

გარდაცვლილ ლევან თედორაძესა და მაია ბერიძეს ერთი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ. შემთხვევის დროს გოგონა ხულოში ბებიასთან, დედის დედასთან იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ იგი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

128
შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა შეყვარებულის ინტიმური ფოტო გაასაჯაროვა - ნახეთ როგორ გამოიყურება კაცი

148
(განახლებულია 14:25 21.10.2020)
ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ შორენა ბეგაშვილი კვლავ ურთიერთობაშია. ამჟამად მოდელი არც საყვარელ მამაკაცს და არც ურთიერთობას აღარ მალავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე მოდელი ქორწილის ფოტოებსაც გამოფენს

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ტელეწამყვანმა აღიარა, რომ ქმარს იმიტომ დაშორდა, რომ მძიმე წუთებში, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში იმყოფებოდა, „ქმარი თბილისში ერთობოდა“.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. სოციალურ ქსელში  სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

მოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ცოტა ხნის წინ საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც კი დადო. ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთშია გადაღებული, სადაც ზაფხულში შორენა საყვარელ მამაკაცთან ერთად ისვენებდა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერ ქურდს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

View this post on Instagram

@nikolozi_ph 🌟 @shorenasefekti

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ბარათელი, მიუხედავად მანძილისა, საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთებას არ წყვეტს.

148
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საპატრულო პოლიცია

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“- თავდამსხმელის ულტიმატუმი

215
(განახლებულია 16:57 21.10.2020)
ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ულტიმატუმს აყენებს და შესაბამის ორგანოებს ორი საათის განმავლობაში მისი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს

თბილისი, 21 ოქტომბერი  — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი სამართალდამცავი უწყებებისთვის მიცემული დროის - 2 საათის გასვლის შემდეგ, მძევლების დახოცვას აპირებს. შესაბამისი განცხადება „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ გაახმოვანა.

თავდამსხმელი ამ დროის განმავლობაში ითხოვს მასთან შეუიარაღებელმა პირმა მიიტანოს 500 ათასი დოლარი და მისცენ ვერტმფრენი, ან ავტომობილი, რომლითაც მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვებს შენობას.

მძევლის თქმით, ტელეკომპანიას თავდამსხმელის მითითებით ჩაერთო. კვარაცხელიას თქმით, ოთახში მძევლად 19 ადამიანია აყვანილი და შეიარაღებული თავდამსხმელი „კბილებამდე შეიარაღებულია“, ხელყუმბარა აქვს გახსნილი და ისე გადადგილდება, თუმცა მისი ინტერესი არაა ვინმეს დაშავება და უნდა, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდეს.

მძევლის თქმით, თავდამსხმელი როდესაც თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა. შესაბამის ორგანოებს მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელი 2 საათს აძლევს.

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

215
სპეცოპერაცია ზუგდიდში

პოლიცია კითხავს ადამიანს, რომელმაც ტერორისტი ბანკამდე მანქანით მიიყვანა

0
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik პოლიციამ იპოვა მძღოლი, რომელმაც შეიარაღებული მძღოლი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე მიიყვანა, ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განუცხადა.

გათიშეთ ლაივსიგნალები: შსს მედიას და მობილურ ოპერატორებს მიმართავს >>

ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები აიყვანა. მძევლად აყვანილია 18 ადამიანი - ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია. სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილი ტერორისტი 500 ათას დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში