დაავადებები, რაც დღეს გარდაცვლილ პაციენტებს აღენიშნებოდათ

© photo: Sputnik / Ilya Moskovets / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო აპარატურა
სამედიცინო აპარატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

ლეტალობის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმისა და მცხეთის კლინიკებში.

ბათუმში კორონავირუსით 64, 68 და 84 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 64 წლის ქალს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კოვიდ-ინფიცირებულიდან 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

რაც შეეხება მეორე პაციენტს, 68 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პრევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 84 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი. სამივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

რაც შეეხება მცხეთის სამედიცინო ცენტრში დაღუპულ 67 წლის ქალს, მას თანმხლები დაავადება – სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა.

„პაციენტს ჩატარებული ქირურგიული, სხივური, ქიმიოთერაპიის მრავალი კურსი და მრავლობითი მეტასტაზები აღენიშნებოდა ძვლოვან სისტემაში, ფილტვში, თავის ტვინში და ა.შ. კლინიკაში შემოყვანისთანავე მისი მდგომარეობა იყო მძიმე“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0