ტელევიზორის პულტი

წინასაარჩევნო პერიოდში რომელი კომპანიის კვლევებს ენდობიან საქართველოში?

55
(განახლებულია 18:54 06.10.2020)
წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო ორგნიზაციები სხვადასხვა ქართული ტელეკომპანიის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებენ.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა დიდი ნაწილი არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის საზოგადოებრივი აზრის კვლევას არ ენდობა, ამაზე სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კითხვაზე „საპარლამენტო არჩევნების წინ რომელი კომპანიის კვლევას ენდობით“, გამოკითხვაში მონაწილეთა 64,7%-მა უპასუხა, რომ არც ერთ კომპანიას არ ენდობა. GORBI-ს (დამკვეთი „იმედი") მიერ ჩატარებულ კვლევას ენდობა რესპონდენტთა 11.8%, NDI-ს კვლევის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება გამოკითხვაში მონაწილეთა 8.8%-ს.

Edison Research-ის (დამკვეთი „ფორმულა") და Ipsos-ის (დამკვეთი „მთავარი არხი") კვლევის შედეგებს თანაბრად ენდობა რესპონდენტთა 5.9%. კომპანია Survation-ის (დამკვეთი „რუსთავი 2") კვლევას კი 2.9% 

წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას საერთაშორისო ორგანიზაციები ტრადიციულად სხვადასხვა ქართული ტელეკომპანიის დაკვეთით ატარებენ.

55
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (276)
გადასატანი ყუთი

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა

180
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მხოლოდ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში ისარგებლებენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს უკვე 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა ზარების გარკვეული რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო კომისიის ცნობით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მეორე დღეა  სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს სატელეფონო ცენტრში დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სპეციალურად გადამზადებული 25 ოპერატორი პასუხობს.

„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეორგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებიც.

31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

სპეციალურ ჯგუფების წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ. ხმების დათვლა კი განხორციელდება ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში- 2268 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

180
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (276)
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

135
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

135
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

26 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 17:54 24.10.2020)
გაეცანით 26 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

26 ოქტომბერს დაბადებულები

26 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მიზანსწრაფული და შრომისუნარიანი ადამიანები არიან. მათ ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ; შეუსრულებელი სამუშაო მათთვის არ არსებობს; პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად ისინი ბევრ დროსა და დიდი ძალას ხარჯავენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათი მუშაობის შედეგი უზადო იყოს.

26 ოქტომბერს დაბადებულები ლიდერობისკენ ისწრაფვიან. არიან ძლიერი ადამიანები; ხანდახან სისასტიკეც სჩვევიათ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, შეინარჩუნონ ავტორიტეტი და ადამიანებს წინ გაუძღვნენ. ამ დღეს დაბადებულები აფასებენ სტატუსსა და ძალაუფლებას; მეორე პლანის როლი მათთვის არაა.

26 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ისწრაფვიან წარმატების, ფულის, ძალაუფლებისკენ. არიან ამბიციური კარიერისტები და მიზნის მისაღწევად ბევრი რამისთვის არიან მზად. კონკურენტებისთვის სერიოზულ მეტოქეებს წარმოადგენენ, ხოლო თანამოაზრეებისთვის - ერთგულ მოკავშირეებს.

ამ დღეს დაბადებულები მომთხოვნი არიან როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ; შეცდომებს არ პატიობენ, არ იძლევიან მეორე შანსს.

26 ოქტომბერს დაბადებულები ნიჭიერი რეფორმატორები არიან. შეუძლიათ და უყვართ არსებული სისტემის რეორგანიზება. ლიდერის თვისებები ეხმარებათ, რომ დაარწმუნონ ადამიანები რეფორმების აუცილებლობასა და მათ ეფექტურობაში.

ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებს. ისინი ისწრაფვიან ავტორიტეტული თანამდებობისკენ (ექსპერტი, მთავარი კონსულტანტი და სხვა). ასეთი სამუშაო მათ სტიმულს აძლევს, რომ მიაღწიონ ახალ მიზნებსა და პროფესიულ ზრდას.

ჯანმრთელობა

26 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას სულ არ აქცევენ. მათთვის განსაკუთრებით საშიშია არარეგულარული კვება - კუჭი მათი მთავარი პრობლემური ორგანოა, რომელიც, შესაძლოა, დაზიანდეს ან ზედმეტი ჭამით, ან უჭმელობით, ან არაჯანსაღი საკვებით. ასევე ამ ადამიანებს ჭარბი ენერგია აქვთ, რომელიც, სჯობს, ფიზიკურ დატვირთვებში დახარჯონ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა>>

რჩევა:

თქვენ გიყვართ და შეგიძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მაგრამ გუნდურ მუშაობას ხშირად მეტი ეფექტი მოაქვს. გაითვალისწინეთ ეს პროექტების რეალიზებისას.

0