Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქმარი წავიდა ჩემ დასთან და „ფეისბუქიდან“ წამშალა” – ნუკი კოშკელიშვილი გაოგნებულია

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი ამერიკელ ქმარს დროებით დაშორდა. წყვილი კორონავირუსის პანდემიამ დააშორა. ნუკი თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ფიქრობს, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით მამრობით სქესზე იმოქმედა, რადგან ქალებისგან ბევრ ისტორიას ისმენს, თუ როგორ არაადეკვატურად იქცევიან ისინი.

View this post on Instagram

გუშინ დედაჩემმა დაიტოვა ბავშვი და წავედი მეგობრებთან ერთად, საცეკვაოთ არ გამოდის და ნუ ღია ცის ქვეშ რეგულაციების დაცვით ძალიან (თავიდან) ღირსეულად მოვწრუპეთ. მერე ყველა დაიშალ გამოიშალა, ვიღაცას მეგობარი შეხვდა, ვიღაცას შეყვარებულმა მოაკითხა, ვიღაცა სხვაგან წავიდა და დავრჩი მარტო. მაგრამ თბილისში მარტო არასდროს ხარ, იმდენ მაგარ გოგოს ველაპარაკე, იმდენი ისტორია მოვისმინე... მთელი ინსტაგრამ რესურსი არ მეყოფა რომ მოგიყვეთ და არც მოგიყვებით იმიტომ რომ პირადი ისტორიებია... მივხვდი ერთ რამეს, ქალები აუცილებლად ერთხელ მაინც ვართ დასახიჩრებულები სასიყვარულო ურთიერთობაში. აი თითქოს არაფერი, ჩაიარა აღარც გახსოვს, მაგრამ კვალს ტოვებს და ეს იარა, კომპლექსი ხდება ან უბრალოდ გღრნის მთელი ცხოვრება. კიდე ერთ ამბავს მივხვდი რომ ეს კოვიდი მგონი კაცებზე ვრცელდება, ჩემ გარშემო ისეთ ისტორიებს ვისმენ, დედას გეფიცებით არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ ბიჭების საქციელი, აი დაწერილ კანონებსაც ცდება. ოღონდ ყველა მამაკაცი შეცვლილი მგონია წელს, ზოგი უარესობისკენ, ზოგი უკეთესობისკენ. უფრო უარესობისკენ, აი როგორი ამბები მესმის იცით? “ქმარი წავიდა ჩემ დასთან და ფეისბუქიდან წამშალა”😳🤪, აი რაღაც სასწაულად უცნაური ისტორიები. ან “ერთად ვიყავით 4 წელი და ერთად ვცხოვრობდით და უცბად გაქრა აღარ მწერს” ან “მომწერა მომენატრე და მიყვარხარ და რომ ვუპასუხე დამსინა” ან “სოფელში წავიდა და იქ ვიღაც გაიჩინა, აღარც მე ვუნდივარ და აღარც ჩვენი შვილები”.. აი გეფიცებით, დარწმუნებული ვარ ეს 2020-ს რაღაც ახალი სენია!!! აქამდეც ხომ მსმენია ისტორიები, ბოლოს და ბოლოს პირდაპირ ბენს კი არ გავყევი ცოლად მეც ხომ მქონდა ისტორიები. წელს რასაც ვისმენ, ყველანაირ რეკორდს ცდება! არ ფიქრობთ ასე? თუ მე დიდი ხანია აღარ ვიცი ეს “დვიჟუხა” და ჩამოვრჩი ცხოვრებას? პ.ს ვიდეოს ავტორი @bubukoshkeli მე დავარქმევდი ამ ვიდეოს ასე “მე ვარ დედა და ჩვენც გვინდა ზოგჯერ რომ მოვეშვათ, მუსიკა შერჩეულია ისტორიების მოსმენის შედეგად და მე ვუცხადებ სოლიდარობას ყველა გულნატკენ ქალს.. არავინ არ ღირს ნერვიულობად, იყავით ბედნიერები!!! პარასკევობამ წარმატებით ჩაიარა” 🤦🏼‍♀️🤦🏼‍♀️🤦🏼‍♀️

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

მოდელის თქმით, განსაკუთრებული შოკი მაშინ მიიღო, როდესაც ერთ საღამოს ბავშვი დედას დაუტოვა და გასართობად წავიდა მეგობრებთან ერთად, იქ კი ქალების მთელი არმია დახვდა, რომლებიც მამაკაცებისგან გულნატკენები იყვნენ.

View this post on Instagram

მართლა ვერ ვხვდები რამ გადაგაწყვეტინა ჩემი ცოლად მოყვანა. აი მე ხომ ვიცნობ ჩემ თავს, ხოდა რბილად რომ ვთქვათ კარგი არაფერია... ან მეგობარი არ გყავდა რომ ეთქვათ ეს არ ქნაო👋🏻..მე კი მიხარია და გამიმართლა ასე რომ მოხდა, მადლობა რომ გადაწყვიტე ჩემთან გაგეტარებინა ცხოვრება, მადლობა რომ მიძლებ, მადლობა რომ დამცინი და ერთად ვიცინით... იცი რატომ მიყვარხარ, იმიტომ რომ მე გიყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ. იმიტომ რომ საუკეთესო მამა ხარ, საუკეთესო შვილისთვის! ხარ ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი(ამ შემთხვევაში “თანამებრძოლი” ერთმანეთში ბრძოლას ნიშნავს, მაგრამ ამის გარეშეც ხომ ვერ იქნება). 5 წელია დღეს!!! ამ დროის მანძილზე არც ერთხელ შემპარვია ეჭვი შენ სიყვარულში, იმედი მაქვს ერთ დღეს 50-საც ავღნიშნავთ, თუ არ მოვკალით ერთმანეთი 🤪მანამდე კი, გილოცავ და გისურვებ მილიონ ჯანმრთელ წელს ჩემთან და ჩვენ შვილთან ერთად! პ.ს. ეს საჯარო მილოცვა, ამიტომ არის ქართულად, და რომანტიულად პირადად უკვე მივულოცე ბევრად უფრო გარყვნილი და აღვირახსნილი სურვილებით #5yearanniversary 👌🏻❤️.

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

„ქმარი წავიდა ჩემ დასთან და „ფეისბუქიდან“ წამშალა”, ან „ერთად ვიყავით 4 წელი და ერთად ვცხოვრობდით და უცბად გაქრა აღარ მწერს”, ან „მომწერა მომენატრე და მიყვარხარ და რომ ვუპასუხე „დამსინა“, ან „სოფელში წავიდა და იქ ვიღაც გაიჩინა, აღარც მე ვუნდივარ და აღარც ჩვენი შვილები“. აი გეფიცებით, დარწმუნებული ვარ ეს 2020-ს რაღაც ახალი სენია“, – წერს გაოცებული ფოტომოდელი „ინსტაგრამზე“.

View this post on Instagram

ჩახუტება მომენატრა... ❤️

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

View this post on Instagram

🔥

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

View this post on Instagram

ბედნიერება არის ეს!!!!! მეტი არაფერი!!! ☀️

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი, პირიქით, სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0