საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელი აირჩიეს

© photo: National Teacher Award / FBსაუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება მასწავლებლის საერთაშორისო დღეს თბილისის სასტუმრო Biltmorе-ში გაიმართა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მასწავლებელი აფხაზეთის №10 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი სოფიო გოგოხია გახდა.

პრიზის სახით გამარჯვებულს კონკურსის გენერალურმა სპონსორმა – გუდავაძე–პატარკაციშვილის ფონდმა 10 ათასი ლარი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია გუშინ, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს თბილისში, სასტუმრო Biltmorе-ში გაიმართა.

დღეს I-VI კლასის მოსწავლეების ნაწილი სკოლის მერხებს დაუბრუნდა>>

გოგოხიას ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა. მინისტრმა მასწავლებლის დღე ყველა პედაგოგს მიულოცა და პროფესიონალიზმისა და პანდემიის პერიოდში თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„სიმბოლურია, როდესაც მთელი მსოფლიო მასწავლებლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ძალიან კარგი ტრადიცია. დღეს გამოვლინდა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული... ყველა ადამიანი, ვინც ამ პროფესიაშია ჩართული, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტის პროფესორი თუ პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი... უკვე გამარჯვებულია. ეს ადამიანები ემსახურებიან ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა, რომელიც განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.

კონკურსი საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდა. ამ პერიოდის განმავლობაში მასში 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.

The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ შემდეგ კრიტერიუმებს: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.

2019 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი მარნეულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0