სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი

საქართველოს პატრიარქს საპატიო დოქტორის წოდება honoris causa მიენიჭა

118
(განახლებულია 13:11 06.10.2020)
მისმა უწმინდესობამ მიიღო წოდება, რომელსაც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მეცნიერების ან კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისა და წვლილისთვის ანიჭებენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის სასულიერო აკადემიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საპატიო დოქტორის (honoris causa) წოდება მიანიჭა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ესაა სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება, რომელიც პირველად სწორედ საქართველოს პატრიარქს ენიჭება.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აკადემია ასეთ მაღალ ჯილდოს ანიჭებს და გადასცემს მას პატრიარქს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისი განმარტებით, აკადემიას უფლება აქვს, ხარისხის დაცვის გარეშე მიანიჭოს ადამიანს აღნიშნული წოდება.

„ესაა პატრიარქის მიერ დაფუძნებული პირველი უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა. მან უდიდეს წარმატებას მიაღწია პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტისა და ხელშეწყობის წყალობით“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და განაცხადა, რომ ღმერთის მადლიერია, რომელმაც მას საპატიო მისია დააკისრა - ემსახუროს ქართულ ეკლესიას და ქართველ ხალხს.

„მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას“, - განაცხადა პატრიარქმა.

Honoris causa, რაც დანიურიდან ითარგმნება, როგორც „საპატიო“, არის მეცნიერებათა ან ფილოსოფიის, ხელოვნების, პედაგოგიკის, ღვთისმსახურებისა და ა.შ. დოქტორის ხარისხი დისერტაციის დაცვის გარეშე. ის ენიჭება განსაკუთრებული დამსახურებისთვის მეცნიერების ან კულტურის სფეროში.

ილია მეორე: საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა>>

ხარისხის მინიჭების პრაქტიკა შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. უნივერსიტეტებმა ხარისხის მინიჭება პატივისცემის ნიშნად დაიწყეს. ეს ხარისხი ენიჭებათ არა გარკვეული სამეცნიერო კვლევისა თუ აღმოჩენისთვის, არამედ დამსახურებათა ერთობლიობისთვის.

118
საპროტესტო აქცია სვანეთში

მესტიის მუნიცეპალიტეტში არჩევნების ჩაშლის საფრთხე გაჩნდა?

3
(განახლებულია 15:21 28.10.2020)
მესტიაში, ერთი თვის წინ მარნეულში დაკავებული ოთხი პირის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დააკავებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ დილიდან მესტიაში, სადაც ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა ასამდე ადამიანმა გადაკეტა, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საპროტესტო აქცის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაკავებულები სასამართლომ არ გაათავისუფლა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ოლქებში არჩევნები არ ჩატარდეს.

თემურ შუბითიძესთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს შორისაა მსოფლიო ჩენპიონი კრივში ლაშა გურგულიანი.

Акция протеста в Сванети. Протестующие перекрыли дорогу и требуют освободить задержанных
© Sputnik / STRINGER
საპროტესტო აქცია სვანეთში

„ქართული ოცნების” წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 პირი 30 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული თემურ შუბითიძე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნიკა ლატარია

3
ზუგდიდი

ბადრი ესებუას მამა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

9
(განახლებულია 14:10 28.10.2020)
ტარიელ ესებუას სჯერა, რომ მისი შვილი მომხდარ ფაქტში უდანაშაულოა და იმედოვნებს, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი მომხდარ ფაქტში უდანაშაულოა და იმედოვნებს, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა. 

როგორც ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა მედიასთან  გუშინ განაცხადეს, ბადრი ესებუა სახლიდან 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. თავდასხმის შემდეგ ბადრი ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა. ტარიელ ესებუას განმარტებით, მისი შვილი სახლში დაბრუნებას დღეს გეგმავს. 

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღეს თუ არა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

9
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა