Wizz Air

WizzAir -მა პირველი რეგულარული რეისი რიგა–ქუთაისი შეასრულა

56
(განახლებულია 14:28 05.10.2020)
WizzAir -მა რეგულარული ავიარეისები 4 ოქტომბერს განაახლა – ამ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ერთხელ შეასრულებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik.  ექვსთვიანი პაუზის შემდეგ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ  პირველი რეგულარული ავიარეისი რიგა-ქუთაისი-რიგა შეასრულა და ლატვიის დედაქალაქიდან  საქართველოში 108 მგზავრი ჩამოიყვანა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 

ჩამოფრენილ მგზავრბს შორის  96 საერთაშორისო ვიზიტორია,  12 კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, აეროპორტიდან  საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

Wizz Air–მა რეგულარული ფრენები კვირას აღადგინა – ამ ეტაპზე რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული და არაკომერციული რეისები ხორციელდებოდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტეს, ქუთაისის აეროპორტი პანდემიის პირობებში რეგულარულ ავიარეისებს დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით შეასრულებს.

2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 874 ათას მგზავრს მოემსახურა.

56
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (201)
ჯანდაცვის სამინისტრო

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ

9
(განახლებულია 17:45 03.03.2021)
საქართველოს მოქალაქეების დროებითი სეზონური დასაქმება გერმანიაში ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სპეციალურ პორტალზე მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია

 

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას სამი თვით შეძლებენ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. 

შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, რომელიც უცხოეთში დროებითი დასაქმების მსურველთათვის ორი კვირის წინ ამოქმედდა, ამ დროისთვის  90 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დარეგისტრირებული.

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. 

რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი დაინტერესებულ პირს გამოუგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.

9
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ეკა ჩხეიძე

„საშინელი ავარიის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი...“ - რა შეემთხვა ცნობილ მსახიობს

14
(განახლებულია 17:26 03.03.2021)
ეკა ჩხეიძის უცნობი ისტორიის შესახებ ხდება ცნობილი. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ მსახიობს 20 წლის წინ და როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ერთმა ავარიამ

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ამბები, რომლებმაც ის შეცვალა. ერთ-ერთია ავარიის ისტორია, რომლის დროსაც ძალიან დაშავდა და დაერღვა ვესტიბულური აპარატი, დიდხანს ვერ დადიოდა.

აღმოჩნდა, რომ დაშავებულს მეგობარი აკითხავდა და ბოლოს ცოლობა თხოვა. მსახიობის თქმით, არასდროს გათხოვდებოდა, რომ არა ეს ავარია, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თანაც ამ პერიოდში ჰყავდა სერიოზული თაყვანისცმემელი, რომელიც ასევე თხოვდა ცოლობას, და უცებ მეგობარს გაყვა ცოლად, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა.

„სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს. ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი“, - ამბობს ეკა ჩხეიძე „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში საუბრისას.

14
თემები:
სელებრითების ცხოვრება