ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი გამოჩნდება - მერია აქ პარკს გააშენებს.

ბიძინა ივანიშვილმა თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადასცა

81
(განახლებულია 10:16 06.10.2020)
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი გამოჩნდება - მერია აქ პარკს გააშენებს.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ უსასყიდლოდ გადმოგვცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას“, - აღნიშნა კალაძემ.

მერის თქმით, ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს და იგი, პრაქტიკულად დასრულებულია.

სამშაბათს აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, უახლოეს დღეებში კი მედიას ინფორმაციას მიაწვდიან სამშენებლო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღის შესახებ, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ივლისში ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოზე მდებარე  აღნიშნული  რეკრეაციული სივრცე, რომელიც  ბიძინა ივანშვილს ეკუთვნოდა,  მისივე ფონდმა „ქართუმ“ 60 მილიონ ლარად იყიდა.

81
თემები:
თბილისის მერია (268)

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დეზინფექცია ჩატარდა - ვიდეო

70
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიულ ცენტრში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დეზინფექცია ჩატარდა. როგორ მიმდინარეობდა პროცედურა - იხილეთ ვიდეოში

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 1 731-მდე იმატა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ოფიციალური ვებგვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღემდე 33 858 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-კლინიკები დატოვა 2 197-მა პაციენტმა, პანდემიის დაწყებიდან განიკურნა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253.

70
არჩევნებზე - როგორც ომში!

არჩევნებზე როგორც ომში!

46
(განახლებულია 21:11 28.10.2020)
შაბათს საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდება. COVID-19-ის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს მიიღებენ.
არჩევნებზე - როგორც ომში!

არჩევნებზე ამომრჩევლები აუცილებლად უნდა მივიდნენ პირბადით. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და დამკვირვებლები ასევე გამოიყენებენ პირბადეებს.

46
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

0
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში