სამეგრელოში COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© AP Photo / Aaron Favilaტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 8696-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4619 ადამიანი, გარდაიცვალა – 52

თბილისი, 5  ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოში ბოლო დღე–ღამეში COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას უკავშირდება

ახალი შემთხვევებიდან შვიდი ზუგდიდი მუნიციპალიტეტს (სამი ოქროს ბირჟის კონტაქტია, სამი სავაჭრო ცენტრ „გორგიას“ დარაჯის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთი – სატვირთოს მძღოლის კონტაქტი) უკავშირდება, ინფიცირების სამი შემთხვევა კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (ერთი მედპერსონალთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი კი კვლევის პროცესშია).

რეგიონში სულ ინფიცირებულია 180 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს 71 პაციენტი გადის, აქედან ხუთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება 133 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 8696-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4619 ადამიანი, გარდაიცვალა – 52, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0