ანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი

„ამ ფრენის შემდეგ ჩამოვვარდი...“ - მაკა კვიციანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ფოტო

2886
(განახლებულია 12:36 05.10.2020)
ცნობილი დიზაინერი ინციდენტის შესახებ პირველად ალაპარაკდა. სოციალურ ქსელში მაკა კვიციანმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დიზაინერის თქმით, დაშავდა

ცნობილი ქართველი დიზაინერი, რომელიც მაყურებელმა შოუ „ნიჭიერის“ ჟიურის ამპლუაშიც იხილა, სოციალურ ქსელში „ფოლოურების“ კითხვებს პასუხობს. როგორც ჩანს, დიზაინერმა ბევრი კითხვა მიიღო იმაზე, თუ რატომ გადაადგილდება ბოლო დროს ყავარჯნით და შეხვეული კისრით. აღმოჩნდა, რომ მაკა კვიციანი პარაპლანით ფრენის დროს ჩამოვარდა და ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია.

როგორც ჩანს, შემთხვევა „პრაიმშოუს“ გადაღებებს დაემთხვა, როდესაც შემოქმედებითი ჯგუფი სვანეთს სტუმრობდა. ინციდენტის შესახებ დიზაინერმა პირველად ისაუბრა.

View this post on Instagram

And then we never spoke again. Photo credit @ninoeliava

A post shared by MAKA KVITSIANI (@makakvitsiani) on

მაკა კვიციანი დიზაინერ ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეა. ოჯახებღან ერთად ისინი ხშირად ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ.

View this post on Instagram

My best creations so far❤️Love 📷 credit @lasha_ghughunishvili for Steps magazine

A post shared by MAKA KVITSIANI (@makakvitsiani) on

მაკა კვიციანი „მას­ტერ შეფ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­კვე­უ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვთ, მაკა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მაკა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

View this post on Instagram

Postcard from Italy 🇮🇹 miss u so much 💚🤍❤️

A post shared by MAKA KVITSIANI (@makakvitsiani) on

ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია. 2009 წლი­დან შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი BK Capital-ის პრე­ზი­დენ­ტი, 2017 წლი­დან კი ასე­ვე „m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

2886
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2258)
წინასაარჩევნო კამპანია

მეღვინეებმა თბილისში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

14
(განახლებულია 16:08 29.10.2020)
ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებმა – კახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსული მევენახეები – ყოფილი მმართველი პარტიის „დანაშულებრივი“ წარსული გაიხსენეს. 

„ვენახს გვიგინებენ, სარწმუნოებას გვიგინებენ, სალოცავებს გვიგინებენ, ერსა და ბერს აგინებენ, რა უნდათ ამათ პარლამენტში“, –  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან..

მევენახეებმა  აქცია გამართეს ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობასთანაც. მათ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელეკომპანიის გენდირექტორის ნიკა გვარამიას  მიერ  ქართული ღვინისა და მევენახეებისა წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. კერძოდ,  გასული წლის ივლისში გადაცემა „აქცენტებში“ გვარამიამ განაცხადა, რომ „სულ არ აინტერესებს“ რუსეთში გაიყიდება თუ არა ქართული ღვინო და მინერალურ წყლები..

აქციის მონაწილეების თქმით, ტელეკომპანიის გენდირექტორმა არამარტო კახეთი, არამედ უძველესი მეღვინეობის კულტურა შეურაცხყო.

ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

14
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ეთერ ლიპარტელიანი

კორონავირუსმა  ქალ ძიუდოისტთა ნაკრებშიც შეაღწია: ინფიცირებულთა შორის ეთერ ლიპარტელიანია

23
(განახლებულია 15:40 29.10.2020)
ლიპარტელიანის გარდა, კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა ქალთა ნაკრების რამდენიმე წევრს და ერთ მწვრთნელს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა,  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, 21 წლის ეთერ ლიპარტელიანმა საკუთარ Facebook–გვერდზე ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! კორონავირუსის გამო სახლში ვრჩებით. ევროპის ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში უნდა ვუყუროთ“, – წერს ეთერ ლიპარტელიანი. 

ლიპარტელიანის გარდა, კორონავირუსი დაუდგინდა ქალთა ნაკრების რამდენიმე წევრს და ერთ მწვრთნელს, იუწყება პირველი არხი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნაკრები და მთელი სამწვრთნელო შტაბი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ახალგაზრდული ( 21– 23-წლამდელთა) ნაკრების წევრები არიან. ყველა შემთხვევაში დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ასე რომ, ქართველი სპორტსმენები, სავარაუდოდ, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ევროპის  ახალგაზრდულ ჩემპიონატში (U-21), რომელიც ხორვატიაში 4–6– ნოემბერს გაიმართება.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში