დავით–გარეჯი

ჯაღმაიძე: საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი

104
რუკების ორიგინალები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. დავით–გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ბოლო ათწლეულების მემატიანე, მათ შეუძლიათ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. 

მისი თქმით, ოქმები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის  მუშაობის დროს მოეწერა ხელი, უპასუხისმგებლო  და მოღალატეობრივ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. 

„დავით–გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ბოლო ათწლეულების მემატიანე, მათ შეუძლიათ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები მეზობელ სახელმწიფოს. თუმცა, დღეს შესაძლებელი არის ამ კომისიის მიღებული ოქმებისა და გადაწყვეტილებების გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება“, – აღნიშნა  ჯარმაიძემ.

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

რუკების ორიგინალები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები დავით–გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო–აზერბაიჯანის 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

საზღვრის სადავო მონაკვეთები

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მხარეები ამ საკითხზე მკვეთრ გამონათქვებს ერიდებიან. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.


104
თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
გაზქურა

მთავრობა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს დაფარავს

2
(განახლებულია 11:54 29.10.2020)
საქართველოსმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს, როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას, 1 ნოემბრიდან იწყება

 

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ ხარჯებს ოთხი თვის მანძილზე დაუფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

გახარიას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე, სახელმწიფო მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში სრულად დაფარავს.

„ჩვენ უკვე დავაანონსეთ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ, რომელიც მოიცავს, როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას. 1 ნოემბრიდან იწყება ჩვენი მოქალაქეებისთვის ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ანაზღაურება. ეს დახმარება შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს დახმარებას არ საჭიროებენ, საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლიათ უარი განაცხადონ მასზე.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

2
თემები:
საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება

21
(განახლებულია 11:03 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ამოქმედდება, რომელიც Covid-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლს განახორციელებს – ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ონლაინ–კლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით და ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელებით. ისინი შესაბამის ტრენინგს გაივლიან.

აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.

კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ, დაზღვეულ პირებს  მიაწოდონ კორონავირუსის  შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს წინასწარ გაიგონ,  კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში რომელი ექიმი გაუწევთ კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 31 ოქტომბერს

0
(განახლებულია 11:54 29.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს თბილი ამინდი ელოდებათ –  სინოპტიკოსები პლუს 23 გრადუსს პროგნოზირებენ

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 31 ოქტომბერს ღრუბლიანი, თუმცა, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 07:32 საათზე ამოვა და 17:56 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა – პლუს 12, დღისით მაქსიმალური კი პლუს 23 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში