სტიქია აჭარაში

ტრაგედია აჭარაში: სტიქიას გადარჩენილ მეექვსეკლასელ გოგონას სახელმწიფო მეურვეობას გაუწევს

178
(განახლებულია 19:19 03.10.2020)
გოგონას ოჯახის სამი წევრი 1 ოქტომბერს მეწყერს ემსხვერპლა – მაშველებმა მშობლების ცხედრები გუშინ, მისი 16 წლის ძმის ცხედარი კი დღეს იპოვეს.  

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. მეექვსეკლასელ გოგონას, რომელიც ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო გარკვეულ მეურვეობას გაუწევს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. 

მე-6 კლასელი გოგონას ოჯახის სამი წევრი 1 ოქტომბერს მეწყერს ემსხვერპლა.  გოგონას მშობლების ცხედრები მაშველებმა გუშინ, მისი 16 წლის ძმის ცხედარი კი დღეს იპოვეს.  
სტიქიის დროს  გოგონა შუახევის მუნიციპალიტეტში ნათესავთან იმყოფებოდა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

1 ოქტომბერს ზემო აჭარაში მეწყერმა იმსხვერპლა ავტომობილში მყოფი სამი ადამიანიც, მათგან ორის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს, 67 წლის მამაკაცის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

ხუთშაბათს აჭარაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ  წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.

178
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1858)
პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

11
(განახლებულია 11:16 21.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

11
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტესტირება

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

48
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

48
თემები:
COVID-19 საქართველოში
ემანუელ მაკრონი

მაკრონი რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

0
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ რადიკალ ისლამისტებს საფრანგეთში „სიმშვიდე არ ეღირსებათ“

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლება, სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ, რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს.

„ტერაქტის შემდეგ მე უკვე ვთქვი, რომ ვაპირებთ გავაძლიეროთ მოქმედება ამ მიმართულებიით. ამას საფრანგეთის ყველა მოქალაქე ელოდება“, — თქვა საფრანგეთის ლიდერმა სენ–დენიში გამოსვლისას.

მაკრონის თქმით, ბოლო დღეებში ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ოთხშაბათს მინისტრთა საბჭო დაშლის შეიხ იასინის პროპალესტინურ ჯგუფს, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობაში.

შეგახსენებთ: ისტორიის მასწავლებელი სამუელ პატი 16 ოქტომბერს მოკლა პარიზის მახლობლად 18 წლის ჩეჩენმა აბდულაჰ ანზოროვმა. ის კოლეჯთან დაუდარაჯდა პატის და თავი მოჰკვეთა პედაგოგს, რის შემდეგაც ფოტო– და ვიდეომასალა ინტერნეტში გამოაქვეყნა. მოგვიანებით ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

სამართალდამცველებმა გამოძიების პროცესში 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის იმ მეჩეთის იმამი, რომლის საიტზეც იყო გამოქვეყნებული  სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო.

უახლოეს საათებში: საფრანგეთი ქვეყნიდან 200-ზე მეტ უცხოელს აძევებს>>

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“. ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნიდან ორასზე მეტი რადიკალი ისლამისტის გაძევების შესახებ.  

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს