ინფორმაცია კორონავირუსით დღეს გარდაცვლილთა შესახებ

© AP Photo / Emrah Gurelსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში კვლავ რეკორდულად, 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარის რეგიონიდანაა და მათ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, იუწყება პირველი არხი.

ერთ-ერთი გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა  ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.

ტესტირება COVID-19-ზე  - Sputnik საქართველო
Covid-19 საქართველოში: სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს,  66 წლის მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით  ქობულეთის საავადმყოფოში 2 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს. გარდაიცვალა 48.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0