აქცია

მშვიდობა მთიან ყარაბაღში საქართველოში სამშვიდობო აქცია გაიმართა

425
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დღეს მშვიდობის აღიარება ნიშნავს ეთნონაციონალიზმის, შოვინიზმისა და მილიტარიზმის ფესვგადგმულ იდეებზეე უარის თქმას,

თბილისი, 2 ოქტომბერი  — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგის ცენტრმა“ (EMC) მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია „სამშვიდობო მანიფესტი“ გამართა. 

აქციის 20–მდე მონაწილე მთავრობის კანცელარიის შენობასთან მივიდა ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანურ ენაზე ტრანსპარანტებით – „არ გვინდა ომი“, „არა ომს“, „კავკასია – ჩვენი სახლია“, „ომი – დანაშაულია, მშვიდობა – პასუხისმგებლობა“ და სხვა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, დღეს მშვიდობის აღიარება ნიშნავს ეთნონაციონალიზმის, შოვინიზმისა და მილიტარიზმის ფესვგადგმულ იდეებზეე უარის თქმას, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ ძლიერია.

 „ჩვენი ორგანიზაციის დღევანდელი აქცია მშვიდობას და ომის შეწყვეტას ეხება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას შეუძლია ხელი შეუწყონ ამ პროცესს, ამიტომაც აუცილებელია ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც აქციის დაწყებამდე გავრცელდა.

425
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 ოქტომბერს

13
(განახლებულია 19:16 25.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

13
თემები:
თბილისი დღეს
ბათუმის სტადიონი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტადიონების გახსნას გეგმავს

22
(განახლებულია 09:25 26.10.2020)
ამ  დროისთვის რამდენიმე სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს – ვაკეში, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში

 

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ფეხბურთის მომავლისთვის აუცილებელია ახალი სტადიონების არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც გახსნა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. 

მისი თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებსა და მის შემოგარენში უკვე ხორციელდება კონკრეტული პროექტები. მშენებლობას აფინანსებს სფფ და ფიფა.

განხორციელებულ პროექტებს შორისაა გლდანსა და ვარკეთილში საფეხბურთო ცენტრები.

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტის განხორციელება, რათა იყოს მეტი სტადიონი, რომელზეც უფრო მეტი ბავშვი ივარჯიშებს, ვიდრე დღეს. ჩვენ უკვე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს ვაკეში, სპორტის აკადემიის სტადიონის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში“, – განაცხადა კობიაშვილმა პირველი არხის ეთერში.

მომავალ კვირაში დაგეგმილია სპორტის აკადემიის სტადიონის გახსნა.

ზაფხულში დასრულდა ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა.  უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

22
თემები:
სპორტის ამბები