თამთა შედანია

თამთა შედანიამ ვარჯიში დაიწყო და წონაში მოიმატა მოდელი ძალიან შეცვლილია

500
(განახლებულია 20:41 02.10.2020)
„მის საქართველო 2012“-მა იმიჯი შეიცვალა, თმა გაიზარდა, გაიქერავა და ახლა, როგორც ჩანს, წონაში მომატებაც გადაწყვიტა.

ცნობილი მოდელი, „მის საქართველო 2012“ პანდემიის შემდეგ სავარჯიშო დარბაზს დაუბრუნდა და რამდენიმე კილოგრამი მოიმატა. როგორც თამთას ახალ ფოტოებსა თუ ვიდეოებში ჩანს, მოდელი ნავარჯიშევი ტანით იწონებს თავს, რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ძალიან უხდება.

თამთა შედანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს. მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 33 წლის სიმპათიური ბიჭი რატი რატიანი გახლავთ.

რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.

View this post on Instagram

love is in the Air everywhere i go ❤️ @ratiratianii 🧲

A post shared by La Dolce Vita 💃 (@tamtashedania) on

მოდელმაც საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რატის ფოტო და მას ქმარი უწოდა, თუმცა ახლა ეს ფოტოები ორივეს წაშლილი აქვს. როგორც თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს და თავიდან ურთიერთობას მალავდნენ.

View this post on Instagram

🤍 stay curious and go after what gives you goose bumps !#blackrose

A post shared by La Dolce Vita 💃 (@tamtashedania) on

„საჯაროდ სიყვარულსაც ვუხსნიდი ხოლმე. ჩვენს თბილ ფოტოებს სულ ვდებ, ამით მინდა ჩემი სიყვარული გამოვხატო და ასევე, თუ ვინმე თაყვანისმცემელია, ვაგრძნობინო, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს“, – აცხადებს მოდელი. თამთასაც და რატისაც პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი გოგონები ჰყავთ.

500
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2223)
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

31
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

31
საკლასო ოთახი

კორონავირუსის გამო დახურულ ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე განახლდა

101
(განახლებულია 21:00 22.10.2020)
მოქმედი რეგულაციების თანახმად, წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში წესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ორ სკოლაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო დაიკეტა, სასწავლო პროცესი უკვე განახლდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესებზე დაკვირვება და სკოლების მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

„სკოლები, რომლებიც დაიხურა ათი დღის განმავლობაში, დღეს უკვე დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. სკოლებში ვნახეთ აბსოლუტურად შერეული მოდელი, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებს ესწრებიან, თუმცა არიან მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ დისტანციური სწავლება და, შეიძლება ითქვას, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით მიმდინარეობს“, – განაცხადა დგებუაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

101
თემები:
COVID-19 საქართველოში