საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

165
(განახლებულია 12:49 02.10.2020)
დღესდღეობით სულ განიკურნა 3714 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  ხუთამდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა უკვე 46–ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

გასულ დღეს-ღამეში გარდაცვლილთაგან სამი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. აქედან ორის შესახებ ინფორმაცია ცნობილია: ერთი გარდაცვლილია 78 წლის ქალი, ხოლო მეორე – 72 წლის მამაკაცი. 

კიდევ ორი ბაციენტი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ცნობილია, რომ ერთი გარდაცვლილი აფხაზეთიდან იყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 453-ით გაიზარდა და 7093-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3714 ადამიანი (გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას ბოლო 24 საათში დაემატა 295), კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

165
თემები:
COVID-19 საქართველოში (2115)
ავადმყოფი კლინიკაში

„თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად უნდა მოხვდეთ საავადმყოფოში“ - ექიმი

37
(განახლებულია 12:29 20.10.2020)
სოციალურ ქსელში ექიმი სოფო ბერიძე იმ სიმპტომებსა და დაავადებებზე წერს, რა შემთხვევაშიც პაციენტი კლინიკაში აუცილებლად უნდა მოხვდეს

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სოციალურ ქსელში ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა ვრცელდება, სადაც ჩამოთვლილია ის ჯგუფები, რომლებსაც დადასტურებული დაავადების დროს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც კი, ესაჭიროებათ საავადმყოფოში მკურნალობა.

ექიმი წერს, რომ თუ სიმპტოპებიანი პაციენტი 60 წლისმ ან მეტი ასაკისაა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე, თირკმლის ქრონიკული დაავადება (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი), ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.), გულის ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი სტენტირება, შუნტირება, გულის უკმარისობა), ფილტვის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ფქოდი), არის ე.წ. იმუნოკომპრომიტებული პირი, რაც ნიშნავს, რომ აქვს სუსტი იმუნიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო – უხშირესად ეს მიზეზებია: ონკოლოგიური დაავადება, ჰორმონების ხანგრძლივი მოხმარება, ქიმიოთერაპია, აივი, შიდისი, თამბაქოს მოხმარება და სხვა, აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში.

ასევე საავადმყოფოში დაუყოვნებელი მოთავსება ესაჭიროება ყველა პირს, რომელსაც აღენიშნება: ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან მკვეთრად გაძნელებული სუნთქვა; ჰემოფტიზი (სისხლიანი ხველა); სახის, ან ტუჩების ციანოზი(სილურჯე); შემცივნება ფერმკრთალი ნამიანი ან აჭრელებული კანის ფონზე; სინკოპე (გულის წასვლა); მწვავე კონფუზია(მწვავედ განვითარებული დაბნეულობა, დროსა და სივრცეში გაურკვევლობა); ძილიანობა და შეფხიზლების გაძნელება; შარდის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა.

„თუ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი საავადმყოფოში დროულად მოსახვედრად! გახსოვდეთ – კარგი გამოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხვდებით კლინიკაში – იქ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ თქვენს გადასარჩენად“, - წერს ექიმი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

37
თემები:
COVID-19 საქართველოში (2115)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა

20
(განახლებულია 12:27 20.10.2020)
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე  არცერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის  ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა -„რესპუბლიკური საავადმყოფო“  20 ოქტომბრიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა უკვე ოთხნიშნა ციფრს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა, აქედან თბილისში ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე  არცერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დაიცალა და კვლავ კოვიდ–ცენტრად გადავკეთდით.  მივიღებთ მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს და მათი მკურნალობის მხრივ, ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მსუბუქი სიმპტომების პაციენტების მკურნალობა კოვიდ–სასტუმროებშიც შესაძლებელია. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ  საშუალო და მძიმე პაციენტებთან“, – განაცხადა ტაბიძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია,  სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

 

20
თემები:
COVID-19 საქართველოში (2115)
პოლიციელი თბილისის მეტროში მოქალაქეებს პირბადის ტარებაზე ამოწმებს

რა ელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას შეიძლება აიკრძალოს, მაგრამ არა ყველგან

0
(განახლებულია 13:16 20.10.2020)
ერთხელ უკვე იყო, როდესაც ქვეყანაში მთელი ტრანსპორტი გაჩერდა, მათ შორის, კერძო ავტომობილები, მაგრამ ახლა ასეთ ზომებს მიიღებენ იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვას არ გამორიცხავს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მეზვრიშვილმა განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვანი იქნება და დაწესდება იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1194 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2115)