საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

© AP Photo / Emrah Gurelსაქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 295 ადამიანი, სულ განიკურნა 3714 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 453-ით გაიზარდა და 7093-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3714 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0