„ერთი თვე არავის მოუნახულებია მოხუცი, დღეს კი მასთან მტრედი მოფრინდა“ - ფოტო კლინიკიდან

CC0 / Pixabay / მტრედი
მტრედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ფოტო, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ღვთისგან მოვლენილ სასწაულად ჩათვალეს

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. მოსკოვში მცხოვრები ლამზირა მინაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და იმ სასწაულლზე წერს, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა.

ქალი წერს, რომ ფოტო ექთანმა გადაიღო, რომელმაც თქვა, რომ მტრედი იმ მოხუცთან მიფრინდა, რომელიც კლინიკაში თვეზე მეტია წევს და მასთან მნახველები არ დადიან.

„მეც გაოგნებული ვარ, საოცრება არ ხდებაო არავინ თქვას“, - წერს ლამზირა მინაშვილი.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ შემთხვევას ღმერთისგან მოვლენილ სასწაულად მიიჩნევენ.

ყველა ახალი ამბავი
0