თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

756
ცერცვაძე პარასკევს აჭარაში გაემგზავრება, სადაც რამფენიმე კვირის მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრეს–სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კლინიკის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. მედიის მტკიცებით, ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამო აპირებდა.

„ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია“, – განაცხადა ბერიძემ.

ამასთან, მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცერცვაძეს პარლამენტის დეპუტატობა სურდა.

თენგიზ ცერცვაძე 1989 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“. 

ცერცვაძემ განსაკუთრებული პოპულარობა კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ტალღის პერიოდში მოიპოვა. სწორედ მისი კლინიკა გახდა COVID -19–ით ინფიცირებული პაციენტების ძირითადი მიმღები, ამასთან იგი მონაწილეობდა დაავადებულთა მკურნალობის პროტოკოლის შემუშავებაში.

ზაფხულში ცერცვაძესა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტი მოხდა იმის გამო, რომ კლინიკას ფიზიკურად შენობა არ აქვს და პაციენტების მიღება ვერ შეძლო. კონფლიქტი ცერცვაძის სასარგებლოდ გადაწყდა, კლინიკამ დამატებითი დაფინანსებისა და ახალი შენობის თაობაზე დაპირება მიიღო.

თავად ცერცვაძე ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში ერთგვარ გაღიზიანებას იწვევს  – მიზეზი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერაა. ოპოზიციური მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც შემდეგ არ დასტურდება. ბოლოს მსგავსი ინფორმაცია გაზაფხულზე გავრცელდა.

756
თემები:
COVID-19 საქართველოში (2107)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება

20
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბერიძის განცხადებით, საზოგადოება ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

„დღეიდან სტატისტიკის შესახებ განცხადებებს მთავრობა გააკეთებს. თემის აქტუალურობის შესაბამისად, ინფექციონისტები და კლინიკის ხელმძღვანელობა ბრიფინგებს პერიოდულად გამართავს", – განაცხადა ბერიძემ.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1186-ით გაიზარდა და 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში (2107)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 ოქტომბერს

13
(განახლებულია 18:07 19.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩოს და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გელოვანის, გოძიაშვილის, იასამნის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

13
თემები:
თბილისი დღეს
ფრანგი პოლიციელები

უახლოეს საათებში: საფრანგეთი ქვეყნიდან ორასზე მეტ უცხოელს აძევებს

0
(განახლებულია 10:45 20.10.2020)
ამ დროისათვის გასაძევებელთაგან 180 კაცი ციხეებში იმყოფება, ხოლო კიდევ 51–ს უახლოეს საათებში დააპატიმრებენ

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება უახლოეს საათებში 200–ზე მეტი უცხოელის გაძევებას აპირებს ქვეყნიდან, რომლებიც რადიკალურ ისლამიზმში არიან ბრალდებულნი, იუწყება Europe 1.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დერმანინიმ უკვე მოაწერა ხელი.

საფრანგეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი პარიზის მახლობლად ისტორიის მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობას უკავშირდება, რომელსაც წარმოშობით ჩეჩენმა მამაკაცმა თავი მოჰკვეთა მას შემდეგ, რაც პედაგოგმა მოსწავლეებს გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა თვალსაჩინო მასალად. 

„მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დერმანინიმ  კვირას საფრანგეთის პრეფექტები შეკრიბა. ჩვენი ინფორმაციით, მინისტრმა პრეფექტებს უახლოეს საათებში იმ 231 უცხოელის გაძევება მოსთხოვა, რომლებიც რადიკალურ ისლამიზმში არიან ბრალდეულნი“, — წერს გამოცემა.

არსებული ცნობით, ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ არალეგალებზე, რომელთაგან 180 კაცი ამ დროისათვის ციხეებში იმყოფება, ხოლო კიდევ 51–ს უახლოეს საათებში დააპატიმრებენ.

ამასთან მინისტრმა დერმანინიმ მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook–გვერდზეც მანამდე სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო იყო განთავსებული. მეჩეთის იმამი დაკავებულია.  

შეგახსნებეთ: 16 ოქტომბერს, სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან–სენტ–ონორინში, სკოლის მახლობლად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა. 

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.

 

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს