ქეთა თოფურია

ორსული ქეთა თოფურია მეგობრებმა მოინახულეს ნახეთ როგორ გამოიყურება მომღერალი ვიდეო

6153
(განახლებულია 17:17 01.10.2020)
მალე ქეთა თოფურია, სავარაუდოდ, ბიჭის დედა გახდება. ნახეთ როგორ მალავს მუცელს მეგობრებთან შეხვედრისას ცნობილი მომღერალი.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო.

View this post on Instagram

🏝🤍

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზეც ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

View this post on Instagram

💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

View this post on Instagram

🐚🤍💫

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები გამოხმაურების გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა.

ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანისმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. ცნობილი დიზაინერი ალექსანდრე არუთინოვი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, ქეთას სახლში ესტუმრა. მომღერალი ასევე ცნობილ ქართველ დიზაინერთან ლიკა ალადაშვილთან ერთად მეგობარს ხალათში დახვდა. ვიდეოში ჩანს, როგორ იფარავს მომღერალი მუცელს უზარმაზარი თაიგულით, რომელიც მას ცნობილმა დიზაინერმა მიართვა.

6153
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2241)
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

63
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

63
თემები:
COVID-19 საქართველოში
დალი ჩიტალაძე

დალი ჩიტალაძის დედა 80 წლის გახდა - მოდის კრიტიკოსი მშობლების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

42
(განახლებულია 19:13 23.10.2020)
საკუთარ თავს მოდის კრიტიკოსად არ აღიარებს, მაგრამ საქართველოში მას ყველა ასე წარადგენს. ნახეთ როგორი მშობლები ყავს დალი ჩიტალაძეს

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი - ამ ეპითეტებით ხშირად დალი ჩიტალაძეზე საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერშეფი“-ს შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 57 წლის გახლავთ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

როგორც დალი ინტერვიუებში ყვება, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. წერდა სიმღერებსაც, თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო მის ცხოვრებაში. მუდამ მომღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა. მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად, ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა.

ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიტყო ძმის გარდაცვალება, შემდეგ და გარდაეცვალა და ამ ტკივილს წლების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს, როდესაც მშობლები მოხუცდნენ და მათ ავადმყოფობასთან შეჭიდება მარტოს უწევს. ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დედას ოჯახის წევრები 80 წლის იუბილეს ულოცავენ. მშობლები მათი ასაკის კვალობაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.

42
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2241)
ბეჟან გუნავა

ქართული ოპოზიციური პარტიის Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

0
პარტიაში ვარაუდობენ, რომ შეტევა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო განახორციელეს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცური პარტია „ქართული არჩევანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ შეტევის მიზანს მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა წარმოადგენს.

„პარალიზებულია „ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში ეს პარტია მე-14 ნომრად არის აღნიშნული.

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - იმდენს, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ბეჟან გუნავამ 2020 წლის ივნისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა.

 

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში