ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

92
(განახლებულია 14:27 01.10.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 6640 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 3419, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 39 ადამიანი.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 299 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 448-ით გაიზარდა. ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 6640 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 3419, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 39 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

92
თემები:
COVID-19 საქართველოში (2136)

თბილისში დაიწყო ოპოზიციის აქცია "დაუპიპინე ბიძინას!"

10
ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო“ უჩვეულო საპროტესტო აქცია გამართა თბილისის ცენტრში - დილიდან ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილდებიან ავტომობილები, რომლებიც უწყვეტად ასიგნალებენ

„ევროპული საქართველო“ რეგიონებში საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდა აქციას შეერთებოდნენ. თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრა ავტოკოლონები სხვადასხვა ქალაქებიდან.

აქცია „დაუპიპინე ბიძინას!“ სიმბოლური პროტესტია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ.

პროტესტი „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და დასრულდება 20:00 საათზე, როდესაც ყველა მონაწილე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა და იქ დაასიგნალებს.

10
ადამიანები პირბადით

მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

17
(განახლებულია 12:08 21.10.2020)
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება  მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 21 ათასს გადააჭარბა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც სავარაუდოდ, პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასობრივად. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვას“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ექიმები მუდმივად არიან კონტაქტზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან, თუმცა, შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია რამდენიმე საათით გვიანდება,  მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და მას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ, ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში (2136)