Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენ შერიგებაში ამერიკა ჩაერია...“ – გია სურამელაშვილი დუმილს არღვევს

© courtesy of Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. გადაცემის ჩაწერის დროს მოულოდნელად საიდუმლო გაამხილა.

მომღერალმა გია სურამელაშვილმა LIDER TV-ს გადაცემაში „ცნობილი სტუმარი გურამთან“ დაკარგულ სიყვარულზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მომღერლის თქმით, ამჟამად მისი გრძნობები გაცივდა, რადგან დაშორებისას საყვარელმა ადამიანმა მათ სიყვარულს „ჩაციკვლა“ უწოდა.

სურამელაშვილი ამბობს, რომ ურთიერთობა იმ ადამიანთან ჰქონდა, რომელსაც მეუღლე და შვილები ჰყავს, თუმცა ის თავს საყვარელს ვერ უწოდებს, რადგან ორივესთვის ეს ურთიერთობა მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი იყო.

სურამელაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, მათ შერიგებაში „ამერიკა ჩაერია“, რაშიც, სავარაუდოდ, ამერიკაში მცხოვრებ მეგობრებს გულისხმობს. „ჩვენი ურთიერთობის შესახებ სულ ხუთმა–ექვსმა ადამიანმა იცოდა“, – აღნიშნავს მომღერალი.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის. გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

იუმორით სავსე შემსრულებელი საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ მასთან ურთიერთობა ადვილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მეგობრებს ეხება. პირად ურთიერთობაში გია საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. თავად აღნიშნავს, რომ ხშირად უხეში ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0