NASA Space Apps Challenge: თბილისი ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიNASA-ს ასტრონავტის სკაფანდრი
NASA-ს ასტრონავტის სკაფანდრი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჰაკათონი ონლაინ–რეჟიმში გაიმართება.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ვირტუალური ჰაკათონი NASA International Space Apps Challenge, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, 2–4 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

კომპიუტერით მუშაობა - Sputnik საქართველო
ონლაინ–ჰაკათონმა COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოში გამარჯვებული გამოავლინა

NASA Space Apps – მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჰაკათონი ონლაინ–რეჟიმში გაიმართება. 2020 წლის თემები და კატეგორიებია – დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება.

სამუშაო ენა ინგლისურია. ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 30 სექტემბერს, 23:59 საათზე დასრულდება.  თბილისში ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0