მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე

„ბულვარში ქუსლებით ბავშვების სეირნობა...“ ულამაზესი დები ბათუმიდან გააკრიტიკეს

93906
(განახლებულია 16:57 30.09.2020)
საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს წყვილს ბათუმიდან ყველა იცნობს. მარიამზე არანაკლებ ლამაზი მისი და სოფია. ნახეთ რატომ გახდნენ დები სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი.

დიზაინერი მარიამ შუკაკიძე და მისი და სოფი „ინსტაგრამზე“ ბათუმის ბულვარზე გადაღებული და გამოქვეყნებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მათ ურჩევს, ჯობს, ბავშვების გასეირნების დროს ქუსლიან ფეხსაცმელზე უარი თქვან.

View this post on Instagram

Girls 💕💜🥰 #любовь ♥️♥️♥️

A post shared by Mariam 💕 David (@mariamshu) on

ბათუმელ წყვილს მთელი საქართველო იცნობს. მათი სილამაზის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქტიურად საუბრობენ. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

„სიყვარულში ძალიან მალე გამომიტყდა და პირდაპირ მითხრა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო", – აღნიშნავს მარიამი. მარიამისა და დავითის შესახებ რუსული ინტერნეტმედიისთვის „ინსტაგრამით“ გახდა ცნობილი – სოციალურ ქსელში მარიამს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის ფოტოებს ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვება. მარიამი ასევე „მის ბიკინი 2014“-ის მონაწილეა.

View this post on Instagram

Saturday ❤️👨‍👩‍👧‍👧💕💕💕 #together ♥️ #family 🥰

A post shared by Mariam 💕 David (@mariamshu) on

„ჩემი მეუღლე 2017 წელს გავიცანი. მისმა ნათესავმა გაგვაცნო. როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ ექვსი თვით წავიდა გემზე. ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში დავოჯახდით“, – ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

View this post on Instagram

Love on the beach 🏖♥️ @david_sailor

A post shared by Mariam 💕 David (@mariamshu) on

წყვილს უკვე ჰყავს წამოზრდილი ქალიშვილი მართა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს, 20 იანვარს კი წყვილს მეორე ქალიშვილი – მილენა შეეძინა.

View this post on Instagram

Family From Georgia ❤️ #happiness ♥️♥️♥️

A post shared by Mariam 💕 David (@mariamshu) on

ცოტა ხნის წინ მარიამმა გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა მეუღლეს, რომელიც, როგორც ჩანს, პროფესიიდან გამომდინარე, 6 თვე ოჯახიდან შორს იმყოფებოდა და მშვიდობიანად დაუბრუნდა მათ.

93906
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2253)
ცარიელი საკლასო ოთახი

კახეთის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

77
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში კორონავირუსი სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

სკოლა ხვალიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა >>

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

77
თემები:
COVID-19 საქართველოში
სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა

69
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა,

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის ექიმია. კოვიდინფიცირებული მედიკოსი სამკურნალოდ თბილისში იყო გადმოყვანილი. ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.

„მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელიც გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცესკო

არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცესკომ მისი დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ განაცხადა

0
ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის დისკრედიტაციის მცდელობების შესახებ საუბრობს.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

„დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკომ მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

დღეს ცესკოში ორი ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი დაცვასთან კამათის შემდეგ, რომელიც მათ შენობაში არ უშვებდა, ძალით შეიჭრნენ შენობაში და თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის დასრულების 18:00 საათამდე გადავადებას მიაღწიეს.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს >>

საღამოს ცესკოს შენობაში აქცია გამართეს ოპოზიცური „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა. ისინი თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის გადავადებას 30 ოქტომბრამდე ითხოვდნენ. მათ ცესკოს წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და ისინი შენობიდან ძალით გაიყვანეს.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020