ვერა ქობალია

ვერა ქობალიას ულამაზესი შვილი ჰყავს ნახეთ გოგონას ფოტოები

56309
(განახლებულია 16:30 30.09.2020)
ნახეთ როგორ ცხოვრობს ერთ-ერთი ულამაზესი ექს-მინისტრი კანადაში და რა ლამაზი შვილი ჰყავს, რომელიც პოლიტიკოსს 7 წლის წინ შეეძინა.

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალური გახდა.

View this post on Instagram

We got marbled 🌈 @bumbershoot @pandora

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300-მილიონიანი ქვეყნის ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად მიავლინა ავსტრალიის მთავრობამ, ხოლო თავად ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში.

მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა „ტვიტერი“. ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში ვერაც აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.

View this post on Instagram

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს კანადაში და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.

View this post on Instagram

Music is Life 🎶 Bumbershoot Music Festival #Seattle #LabourDayWeekend 🇺🇸

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

მისი მე­უღ­ლე არ­ქი­ტექ­ტო­რი და­ვით კურ­ცხა­ლი­აა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქო­ბა­ლი­ამ აღნიშნა, და­ვით კურ­ცხა­ლი­ას არას­დროს უმუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, ის კერ­ძო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და მათ ერ­თმა­ნე­თი გუ­და­ურ­ში, მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს.

 

 

2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია შეეძინა. გოგონა უკვე 6 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.

56309
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2256)
ლაბორატორია

თბილისი, ბათუმი, იმერეთი: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

3
(განახლებულია 12:13 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევიდან ყველაზ მეტი – 445 თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ აჭარაა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 437, იმერეთი – 388, სამეგრელო–ზემო სვანეთი 151,  სამცხე ჯავახეთი –44, კახეთი – 40, გურია – 35, ქვემო ქართლი – 32, მცხეთა–მთიანეთი 12.

 „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან თბილისში – შვიდი ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი ადამიანი“, –  განაცხადა სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 364 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 209 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 106, აჭარაში – 696. 

521 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 128 პაციენტი – თბილისში 70, აჭარაში 29.

კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 346 ადამიანი: თბილისში 1234, აჭარაში კი 826. ბინაზე მკურნალობს 11 809 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, აქედან თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში – 1649.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

3
თემები:
COVID-19 საქართველოში
გაზქურა

მთავრობა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს დაფარავს

16
(განახლებულია 11:54 29.10.2020)
საქართველოსმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს, როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას, 1 ნოემბრიდან იწყება

 

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ ხარჯებს ოთხი თვის მანძილზე დაუფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

გახარიას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე, სახელმწიფო მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში სრულად დაფარავს.

„ჩვენ უკვე დავაანონსეთ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ, რომელიც მოიცავს, როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას. 1 ნოემბრიდან იწყება ჩვენი მოქალაქეებისთვის ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ანაზღაურება. ეს დახმარება შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს დახმარებას არ საჭიროებენ, საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლიათ უარი განაცხადონ მასზე.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

16
თემები:
საქართველოს მთავრობა