რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 5 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის სწავლების პროცესი ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს.

თბილისში რუსული ენის სწავლების უფასო კურსები იხსნება

71
(განახლებულია 19:57 29.09.2020)
რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 5 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის სწავლების პროცესი ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სტუდენტებისთვის რუსული ენის უფასო კურსები თბილისში ევგენი პრიმაკოვის სახელობის საქართველო-რუსეთის საზოგადოებრივ ცენტრში ოქტომბრიდან დაიწყება. 

ორგანიზატორების განცხადებით, ენის შესწავლის მსურველები დაეუფლებიან როგორც სალაპარაკო, ისე საქმიან ენას, ასევე გაეცნობიან რუსულ კლასიკურ ლიტერატურას – პუშკინის, ლერმონტოვის, ტურგენევის, ჩეხოვის, დოსტოევსკისა და სხვა რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას.

რაც შეეხება საქმიან ენას, სტუდენტებს შეასწავლიან პროფესიულ ლექსიკას, რომელიც ტურიზმის სფეროში გამოიყენება, ასევე საქმიან მიმოწერას, მოლაპარაკებების გამართვას და ა.შ.

გაკვეთილები უცხო ენების შესწავლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარდება, რომლებიც საკომუნიკაციო უნარების განვითარებისკენაა მიმართული. კურსებს გამოცდილი პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ჩაატარებს.

რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 5 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის სწავლების პროცესი ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს.

71
მაია ასათიანი

„ხელის გულზე ვატარებ“ - მაია ასათიანი ცნობილ ფოტოგრაფს ხელში აყვანილი დაჰყავს - ვიდეო

16
(განახლებულია 12:43 30.10.2020)
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა ფოტოსესიაზე და რა მდგომარეობაში აღმოჩბნდა ცნობილი ტელეწამყვანი

ფოტოსესიის შემდეგ, შემაღლებული ადგილიდან ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი ფოტოგრაფმა ნიკოლოზ ურუშაძემ ხელში აყვანილი ჩამოსვა. „ასე დამყავს სულ, ხელის გულზე ვატარებ“ - ისმის ფოტოგრაფის ხმა ვიდეოში, რომელსაც მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აქვეყნებს.

ფოტოსესია, სავარაუდოდ, თოქ-შოუ „პროფილისთვის“ მიმდინარეობდა, რადგან კადრებში გადაცემის პროდიუსერებიც სჩანან. პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს.

View this post on Instagram

მერე რა რომ ზამთარია...happy birthday დე✌🏻

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

View this post on Instagram

ესეც გადაღების შემდეგ😍

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

View this post on Instagram

კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები...🦋

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

16
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გიორგი გახარია

„ლოკდაუნი არ იქნება": პრემიერმა ოპოზიციის მიერ გავრცელებული ხმები უარყო

31
(განახლებულია 16:22 30.10.2020)
გიორგი გახარიას განცხადებით, კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა, შეეხება მთელ ქვეყანას.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო ხმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის შემოღების თაობაზე, ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

ინფორმაცია, რომ მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს, ოპოზიციურმა პარტია „ევროპულ საქართველომ“ გაავრცელა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, „უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები“ თუ როგორ იყენებენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ხმები მოიპოვონ. კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა შეეხება მთელ ქვეყანას, აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ამიერიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას ფასი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების შემთხვევაში ექნება.

 „გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი.  მსოფლიოში მეორე ტალღის ეფექტურობა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით შეფასდება და ერთ–ერთი ეკონომიკის თვის მიყენებული მინიმალური ზარალია“, – აღნიშნა გახარიამ.

31
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020