Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ევა ბარბაქაძე ყაზბეგის მთებში საცურაო კოსტიუმში პოზირებს – პიკანტური ფოტო

© Facebook / Eva Barbaqadzeევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობის ერთადერთმა ქალიშვილმა უნივერსიტეტის დაწყებამდე მდიდრული დასვენება მოიწყო. ევა ყაზბეგში ცეცხლოვანი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. ნახეთ როგორ გამოიყურება გოგონა.

მსახიობის ქალიშვილმა დასვენება ამჯერად მთებში გადაწყვიტა. მანამდე ის ზღვისპირა ქალაქს ეწვია შეყვარებულთან ერთად. ულამაზესმა გოგონამ მთაში გადაღებული რამდენიმე ფოტოკადრი გამოაქვეყნა. ევა ერთ-ერთ ლამაზ სასტუმროში საცურაო კოსტიუმში პოზირებს. აღსანიშნავია, რომ გოგონას წონაში მომატება ეტყობა, თუმცა კილოგრამები მისთვის არაფერს ნიშნავს. ევა კვლავ შეუდარებლად და უფრო მომხიბლავად გამოიყურება. უახლესი ფოტოები გოგონას ოფიციალური გვერდიდანაა. 

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება. შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

View this post on Instagram

😜

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. შორენამ ახალი გადაცემა წამოიწყო. „შორენას ეფექტი“ - ასე ჰქვია მის თოქშოუს, რომელიც ამ კვირაში გავა ეთერში. მსახიობი და ტელეწამყვანი სხვადასხვა პრობლემის მქონე გოგონებს საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენაში დაეხმარება.

View this post on Instagram

💙

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ბოლო პერიოდის მანძილზე დედა-შვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა, მაგრამ მას უკვე 82 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.

ყველა ახალი ამბავი
0